x
image
t.x.
ბრძოლა 30 მილიონისთვის. ვის შეხვდება ის? მსახურს თუ მემკვიდრეს?
imageის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მსახური გახდა. 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუტოვა პატრონმა მემკვიდრეობით თავის მსახურს, თანაც თავისი სურვილით ამოშალა სიიდან მემკვიდრე.

მაგრამ ახლა კენტ ადონაის, რომელიც 30 წელი მუშაობდა ლორდ გლენკონერთან, მოუწევს თანხა ლორდის შვილიშვილს გაუყოს. პრინცესა მარგარიტას კუნძულების მფლობელი ლორდი 2010 წელს გარდაიცვალა. 51 წლის კენტ ადონაი სასამართლოში წარსდგება 20 წლის კოდი ტენნანტის წინააღმდეგ, რომელიც მეოთხე ბარონი გლენკონერი გახდა. ის ელოდა, რომ ბაბუის ერთადერთი მემკვიდრე გახდებოდა, მაგრამ მოხუცმა გარდაცვალებამდე შვიდი თვით ადრე ანდერძი გადაასწორა. (ის 83 წლის ასაკში გარდაიცვალა). შოკირებულია ლედი ენნიც, რომელიც გარდაცვლილის ქვრივია და აღმოჩნდა, რომ ისიც ყოველგვარი მემკვიდრეობის გარეშე, უგროშოდ დატოვეს.

ყოფილმა მსახურმა კენტ ადონაიმ არც წერა იცის და არც კითხვა, ამიტომ თავისი საქმეების განგებისთვის დაიქირავა მთელი "გროვა" იურისტებისა. მემკვიდრეობაში შედის ინდურ სტილზე ნაშენები სახლი, საიუველირო ნაკეთობები, ანტიკვარული და ხელოვნების ნიმუშები, ასევე 192 აკრი მიწა.

გასულ კვირას გაირკვა, რომ ადონაი თანახმაა მთელი ეს ქონება მემკვიდრეს გაუყოს. ადვოკატები მოხარულნი არიან, რომ ყველაფერი მშვიდობიანი გზით დარეგულირდება.


ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ არაა გამორიცხული, რომ მოხუცი ჭკუასუსტი ყოფილიყო ასაკიდან გამომდინარე. ლედი ენნი კი ამბობს, რომ მისი ქმარი ონკოლოგიური ავადმყოფი იყო და ჭკუა არ მოეკითხებოდა.

არსებული მდგომარეობით მისი მიწების დიდი ნაწილი არის კარიბის კუნძულებზე, სადაც შეიძლება მოთავსდეს შვიდი ვილა თითო 7 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების.

1
89
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
89
  
2014, 2 მარტი, 23:01
საკუთარ თავზე არ ფიქრობ?
0 1 1