x
image
t.x.
სიყვარული ბარიკადებზე. უკრაინელი პოლიციელი მეამბოხე გოგონას ცოლობას სთხოვს

imageძალადობისა და პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, ახალგაზრდა მეამბოხე ქალი აცხადებს, რომ მოპირისპირე მხრიდან პოლიციის ოფიცერი შეუყვარდა. 24 წლის ლიდია პანკივი გვიამბობს, რომ ის ამბოხების პირველივე დღეებიდან მიტინგების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო. ლიდია ჟურნალისტია და კრიტიკულ დღეებში ფარად იყო ქცეული მომირინგეებსა და პოლიციელების შუაში. ცდილობდა ყოველგვარი ძალადობა შეეჩერებინა.

ლიდია ეძებდა დაკარგულ მეგობარს და გამოაცხადა თავისი ტელეფონის ნომერი. მალე ზარიც შემოვიდა, მაგრამ ეს არ იყო მეამბოხეების მხრიდან, ეს იყო პოლიციის ოფიცერი, რომელიც გოგონას სიყვარულში გამოუტყდა. ანდრეი თავის სრულ სახელს ვერ ასახელებს, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინია, მაგრამ მას ლიდიაზე დაქორწინება სურს. მას ლიდია სწორედ იქ, ბარიკადებზე შეუყვარდა, როცა უყურებდა გოგონას თავდადებას, იმას, თუ როგორ ცდილობდა დაეცვა სხვები.image

ანდრეი ლიდიას შეტყობინენას უგზავნის: "ამ მღელვარების მიუხედავად მე შევძელი გამეხსენებინა თქვენი ტელეფონის ნომერი. მე თქვენი სახელიც კი არ ვიცი. მთელი ღამე თქვენს წინ ვიდექი როცა ჩვენს(პოლიციელების) შეჩერებას ცდილობდით და მივხვდი, რომ მინდა დავქორწინდე თქვენზე. ანდრეი".

ლიდია ძალიან გააოცა ამ შეტყობინებამ, მაგრამ ანდრეისთან შეხვედრას დასთანხმდა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ლიდიასაც გაუჩნდა ანდრეის მიმართ საპასუხო გრძნობა. ამას ტელეგადაცემაში მიწვევა მოჰყვა. ლიდია დასთანხმდა. საუბარი პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. ყველას სიყვარულის ისტორიის მოსმენა უნდოდა. ლიდიამ ხომ შიშველი ხელებით შეძლო მტრის მოკეთეთ ქცევა, მაგრამ მან ისიც აღნიშნა, ამავე შიშველი ხელებით როგორ მიათრევდა მიცვალებულ წყვილს, რომელიც წინა დღეებში მოკლეს. ისინი ლიდიას მეგობრები იყვნენ. მაყურებელს გარდაცვლილების ფოტო დაუტოვა, ყველას უთხრა, რომ ისინი იყვნენ ნამდვილი გმირები და "მაედნისკენ" გაეშურა.

2
152
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
152
  
2014, 26 თებერვალი, 1:03
საინტერესოა დაქორწინდებიან თუ არა :D :D კარგი ისტორიაა
0 1 2