x
image
t.x.
ვებ-გვერდი მხოლოდ მდიდარი კაცებისა და ლამაზი ქალებისათვის
imageგინდათ გაიცნოთ ლამაზი ქალი? ამისთვის შეიქმნა საიდუმლო კლუბი. ეს ახალი გაცნობის ვებ-გვერდია, თუმცა მისი მონახულება ყველას არ შეუძლია. "Diamond club" -მა მოიცვა მთელი ევროპა, ამერიკა და ინგლისშიც შეაღწია. იმისათვის, რომ მოძებნოთ თქვენი მოსაწონი გოგონა, ვებ-გვერდს უნდა ეწვიოთ, ამას კი მხოლოდ კლუბის წევრები თუ ახერხებენ. მაგრამ იმისათვის, რომ კლუბის წევრი გახდეთ, სოლიდური თანხებია საჭირო. კლუბში შეიმჩნევა მზარდი ინტერესი ბრიტანელების მიმართ. როგორც უკვე ავღნიშნეთ, კლუბში გაწევრიანება საკმაოდ ძვირია, მაგრამ ეს მხოლოდ მამაკაცებისთვის. ქალებს კი რეიტინგის მიხედვით ირჩევენ. რეიტინგი კი მისი გარეგნობის მიხედვით დგინდება.

ვებ-გვერდი თავიდან 2010 წელს დანიაში შეიქმნა. მისი დამაარსებელი იყო 33 წლის გას ტერკელსენი. მისი აზრით, მდიდარ მამაკაცებს არ ჰყოფნით დრო ლამაზი ქალების მოსაძებნად. image

გასმა ინგლისის თაობაზე თავისი მოსაზრებები გამოთქვა. ის აცხადებს, რომ ბრიტანელ კაცებს უჭირთ ლამაზი ქალების მოძებნა, რადგან აქაურები უშნოები არიან. "სკანდინავიური ქვეყნებიდან, ბრიტანელი ქალები ყველაზე მახინჯები არიან".

ამ ვებ-გვერდზე უკვე არის დარეგისტრირებული 30 მილიონერი მამაკაცი დანიიდან და ევროპის ქვეყნებიდან.


კლუბის წევრობა მამაკაცებისთვის 100 000$ ან 60 000 ევროა. ამ კლუბის წევრობით კი შეუძლიათ იამაყონ.

ქალებს კი შეუძლიათ უფასოდ დარეგისტრირდნენ, მაგრამ ამისთვის უნდა გადაიღონ სამი ფოტოსურათი(მათ შორის მთლიანი ტანითაც) და გაიარონ 20 კაციანი შემოწმება. ანუ, 20-მა კაცმა უნდა მოიწონონ. თუ ეს ეტაპი წარმატებით გაიარა, წელიწადში 30 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს. image

მამაკაცებს შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყნების კლუბების წევრობა იყიდონ, ქალები კი მხოლოდ იმ ქვეყნის კლუბის წევრები არიან, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობენ. ქალების რეიტინგში მხოლოდ ფიზიკური მონაცემებია. აქ შენი განათლება არავის აინტერესებს.

ქალებს არ სჭირდებათ ღარიბი მამაკაცები, კაცებს კი უშნო ქალები. აქ ვერ შეხვდებით შეუხედავ, მაგრამ სხვა დადებითი თვისებებით დაჯილდოვებულ ქალებს. ამაზე პასუხი გადამჭრელია-"არა, არა, არა!"

1
124
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
124
  
0 1 1