x
image
t.x.
რატომ გადაწყვიტა 27 წლის ბიჭმა თავი თეთრი ვეფხვისთვის შეეჭმევინებინა
imageზოოპარკის მცველებმა ძლივს შეძლეს ახალგაზრდის გადარჩენა. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაწყვიტა თეთრი ვეფხვისთვის სიცოცხლე გაეუმჯობესებინა და საკუთარი თავი სადილად მიერთმია. შემთხვევა ჩინეთის ზოოპარკში მოხდა. მამაკაცი კი ფსიქიურად დაავადებული აღმოჩნდა.

იან ცზინხაი 27 წლისაა. მან ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ინტერნეტ-შეტყობინება იმის თაობაზე, თუ როგორი ოპტიმიზმით იყო განწყობილი ახალი სამსახურის მიმართ, სადაც აპირებდა მუშაობის დაწყებას. სამსახური სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში გამოუჩნდა, დაცვის თანამშრომლად.

მანამდე ის სტამბაში მუშაობდა ერთფეროვან და მოსაწყენ სამსახურში. მან ახალი სამსახურის გამოჩენისთანავე დაწერა განცხადება გათავისუფლებაზე, თან განაცხადა, რომ სურდა უფრო ცოცხალი და საინტერესო სამუშაო.image

ზოოპარკში გადასვლის შემდეგ კი დაწერა, როგორი სევდიანი საყურებელი იყო ცხოვრება: "დიდებული თეთრი ვეფხვებისა საცოდავ გარემოცვაში - მოკრძალებულ გალიაში, სადაც მათ არ შეეძლოთ არც ენადირათ და არც დაეხოცათ რამე".


მერე მან გადაწყვიტა, თანადგომა გამოეჩინა ბენგალური ვეფხვისთვის და თავი გაეწირა.

ამ ამბის შემსწრე ფენ ლინი ყვება: "ის გარედან აძვრა გალიაზე და შიგნით ჩახტა. ელოდებოდა, როდის ეცემოდნენ ვეფხვები. გალიაში ორი ვეფხვი იყო: ძუ და ხვადი. ძუ უფრო ნერვიული აღმოჩნდა და ეცა, მაგრამ მალევე დაანება თავი, მაგრამ იანი არ მოეშვა და პროვოცირება დაუწყო. შებრუნებული ვეფხვი მოატრიალა და სახეზე რამდენიმე ნაკბენი და ნაფხაჭნიც მიიღო. ის ზოოპარკის თანამშრომლებმა მას მერე გამოათრიეს გალიიდან, რაც ვეფხვებს ტრანკვილიზატორები ესროლეს".

იან ცზინხაი ოჯახის წევრებს ჩააბარეს და ხანგძლივი ფსიქიატრიული მკურნალობა დაუნიშნეს.

1
271
8-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
271
  
2014, 17 თებერვალი, 22:51
ჭკვიანები ხო გიჯდებიან და გიჯები ორმაგად აფრენენ უკვე ამმსოფლიოს შემხადვარე
0 1 1