x
image
მანჩო 777
იცით თუ არა, რომ...
1626 წელს ინგლისის არმიის ოფიცრებს მოუხდათ გადაედოთ დაგეგმილი ბრძოლა ესპანეთთან, რადგან მათი ჯარისკაცები, მიადგნენ რა ადგილობრივ ღვინის მარანს, ესპანელებთან ერთად მაგრად გამოთვრნენ და სულ დაავიწყდათ, რომ აქ საბრძოლველად იყვნენ ჩამოსულნი.

image



გაზეთ New York Times-ში იმდენ ხანს ჰქონდათ წინასწარ მომზადებული ელიზაბეტ ტეილორის გარდაცვალების ნეკროლოგი, რომ ამ ნეკროლოგის ავტორი თვითონვე გარდაიცვალა ტეილორის სიკვდილამდე 6 წლით ადრე.

image




დანიას, რომელიც ითვლება "ყველაზე ბედნიერ ქვეყანად დედამიწაზე", მეორე ადგილი უკავია ევროპაში ანტიდეპრესანტების გამოყენების რაოდენობით.

image



ატლანტის 1996 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა უსახლკარო ადამიანი "კანონგარეშედ" გამოაცხადა და დააპატიმრა. ისინი საკნებში ისხდნენ ოლიმპიადის დამთავრებამდე.

image



1982-1986 წლების შუალედში საიდუმლო გარემოებებში დაიღუპა ბრიტანული კომპანიის GEC-Marconi-ის 25 სპეციალისტი, რომლებიც მუშაობდნენ თვითმართვადი ტორპედოს Sting Ray-ის შექმნაზე. 1990 წელს კი თავი ჩამოიხრჩო გამომცემლობა Defense-ის ჟურნალისტმა. ის აწარმოებდა ჟურნალისტურ გამოძიებას ამ მოვლენაზე.

image



პატარა ბავშვებს შეუძლიათ აითვისონ ჟესტების ენა ჯერ კიდევ მანამ, სანამ ლაპარაკს ისწავლიან. ამის გარდა, ის ბავშვები, რომლებიც ჩვილი ასაკიდანვე სწავლობენ ჟესტების ენას, მომავალში ძალიან იოლად ითვისებენ უცხო ენებს.

image



წაქცევის დროს დომინოს ჩვეულებრივ ქვას შეუძლია ადგილიდან დაძრას მასზე 1, 5 -ჯერ დიდი ობიექტი. ასე რომ, ამ წყებაში 32-ე ელემენტი იმდენად დიდი აღმოჩნდება, რომ ის თეორიულად შეძლებს 450 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის წაქცევას.

image



საფრანგეთის პრეზიდენტი აგრეთვე ითვლება ანდორის თანა- პრინცად. ანდორა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც მონარქს ირჩევენ დემოკრატიული არჩევნების გზით.

image


მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინელი პარტიზანები იაპონელებთან ბრძოლოს დროს იყენებდნენ ნარევს ფქვილისა ოქტაგენთან, რომელიც ძლიერი ფეთქებადი ნივთიერება იყო. ან ნარევს "დეიდა ჯემის" ეძახდნენ. ნარევით, რომლის ტრანსპორტირება გაცილებით იოლი იყო, ვიდრე ასაფეთქებელი ნივთიერებებისა, შეიძლებოდა კვერების გამოცხობა, რომლებიც სავსებით გამოსადეგი იყო კვებისათვის. დარჩენილ ცომს და თავითონ კვერებსაც კი ასაფეთქებელ მასალად იყენებდნენ. სულ ომის დროს დაახლოებით 15 ტონა "დეიდა ჯემი" იქნა გამოყენებული. მოწინააღმდეგემ ეს ეშმაკური ხერხი ვერა და ვერ გამოიცნო.

image


2
237
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
237
  
2014, 16 თებერვალი, 21:56
გაიხარე, ინ:)
2014, 16 თებერვალი, 21:54
მართლაც კაი იყო
0 1 2