x
image
worldsport.ge
“ლაციო” და კლოზე ჯერ არ შეთანხმებულან

imageმიროსლავ კლოზეს აგენტი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გერმანელმა ფეხბურთელმა “ლაციოსთან”, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, შეთანხმებას უკვე მიაღწია.
ცოტა ხნის წინათ გავრცელდა ცნობა, რომ კლოზემ და “ლაციომ” მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულეს და მხარეები თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არაა, მაგრამ “ლაციოს” წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.” – აცხადებს კლოზეს აგენტი Spiegel-თან საუბრისას.
კლოზე “ლაციოში” 2011 წლიდან თამაშობს. 35 წლის ფეხბურთელმა, რომაელთა მაისურით ჩატარებულ 87 თამაშში მეტოქეთა კარი 36-ჯერ აიღო. მას კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0