x
image
worldsport.ge
მოჭიდავეებმა პარიზი და თეირანი შეაჯამეს

imageქართველი მოჭიდავეების ორ საერთაშორისო ტურნირზე: “ტახტის თასსა” და “ოქროს გრან პრიზე” გამოსვლას საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ პრესკონფერენცია მოაყოლა, რომელიც დღეს, ვაკის ფალავანთა კლუბში, ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძის კაბინეტში გაიმართა. ჟურნალისტებს თავად კურტანიძის გარდა მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელები შეხვდნენ. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები კი გეგმიურ შეკრებაზეა.
ფედერაციის პრეზიდენტმა დამსწრეთ შეახსენა, რომ ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა თეირანში გამართულ “ტახტის თასზე” თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო პარიზულ “ოქროს გრან პრიზე” 2 ოქრო და 1 ბრინჯაო. ბერძენ-რომაელთა ფრანგული მონაგარი კი 4 ოქრო და 3 ბრინჯაოა. კურტანიძემ ორივე ნაკრებს მიულოცა წლის შედეგიანად გახსნა და მდიდარი სეზონი უსურვა.imageთავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმიდან გამომდინარე, გუნდი ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არაა და ამის გათვალისწინებით, შედეგებით კმაყოფილია. ევროპირველობა 1-4 აპრილს, ფინეთში გაიმართება. იქამდე კი საქართველოს ნაკრები სამ შეკრებას გაივლის.



ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0