საქართველო ლაშა ბერულავა: "პალაჟენიის" დაყენებას მოინდომებ? მიგჯირყვნიან კიდეც. 2014, 11 თებერვალი, 0:56 რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი ლაშა ბერულვა, გეგუთის ციხეში მიმდინარე მოვლენებს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
"შეიძლება გაგიკვირდეთ, შეიძლება არა. შეიძლება, ზოგმა არაჰუმანურობაშიც დამადანაშაულოთ, მაგრამ მე მხარს ვუჭერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მკაცრი რეჟიმის შენარჩუნებისკენ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნებისმიერ ლეგიტიმურ ნაბიჯს. მართალია, პატიმრები (ყველას არ ეხება, ცხადია) ასე იმიტომ ირჯებიან, რომ 2012 წლის ოქტომბერში ყვიროდნენ: "მევიდა ჩვენი დრო, მევიდა ბიძინა" და მათ სწორედ "ოცნება" უნერგავდა მოლოდინს, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა და რომ "ციხეს რად უნდა რკინის კარები, მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები", მაგრამ თუ მათ მოლოდინი გაუცრუეს, ამას მხოლოდ მივესალმები. თუ ქურდული ცხოვრებით ცხოვრობ, არც კარცერში გდება უნდა მოგბეზრდეს, ორ წამოთაქებაზე არ უნდა თქვა, რომ ქურდი არ ხარ და უნდა იცოდე, რომ სახელმწიფო, მთელი თავისი რესურსით და მთელი შეგნებული საზოგადოება შენს წინააღმდეგაა გაერთიანებული, იმიტომ რომ შენ პროგრესი არ მოგაქვს ქვეყნისთვის. ჰოდა, თუ ეგ გინდა, მაშინ ნუ იბუზღუნებ, არ დაგავიწყდეს, ციხე შენი სახლია, მაგრამ ისეთი, რომელშიც სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნორმები მოქმედებს. "პალაჟენიის" დაყენებას მოინდომებ? მიგჯირყვნიან კიდეც, "-წერს ლაშა ბერულავა. 444 1-ს მოსწონს
|