x
image
worldsport.ge
“ჰაიდუკმა” დერბი ილურიძის გარეშე მოიგო

imageსპლიტის “ჰაიდუკმა”, რომლის ღირსებას გიორგი ილურიძე იცავს, ხორვატიის საფეხბურთო ნაციონალურ ლიგაში (უმაღლესი ლიგა) მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო.
სპლიტურ დერბიში “ჰაიდუკმა” სტუმრად “სპლიტს” 2:1 აჯობა, მაგრამ ქართველ შემტევ ნახევარმცველს არ უთამაშია. ამ მოგების შემდეგ, “ჰაიდუკს” 41 ქულა აქვს და ხორვატიის 10-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა. სპლიტელები ლიდერ ზაგრების “დინამოს” 5 ქულით ჩამორჩებიან.
კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) 21-ე ტურში, ფამაგუსტას “ანორთოსისმა” სტუმრად “ენოსისთან” 0:4 წააგო. შოთა გრიგალაშვილი დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. “ანორთოსისს” 37 ქულა აქვს და 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეექვსეა.
სამხრეთ აფრიკის PSL-ის მე-19 ტურში, “მოროკა სვალოუვსმა” შინ “ამაზულუს” ვერ მოუგო – 0:0. გიორგი ნერგაძემ მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა. “მოროკას” 23 ქულა აქვს და 16 გუნდში მერვეა.
გერმანიის მე-3 ლიგის 24-ე ტურში “ჰალეშერმა” გასვლაზე “ელვერსბერგთან” 2:2 ითამაშა. აკაკი გოგია “ჰალეშერის” სასტარტოში იმყოფებოდა და 68-ე წუთზე შეცვალეს. ჰალეშერელებს 31 ქულით 20 გუნდში მე-12 ადგილი უკავიათ.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0