ჭიდაობა ჭრიკიშვილი ფინალშია 2014, 9 თებერვალი, 19:33 საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ავთანდილ ჭრიკიშვილს (81 კგ) პარიზის გრანდ სლემზე ჩემპიონის ტიტულს ერთი გამარჯვება აშორებს. 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიოს რეიტინგის ქართველმა ლიდერმა ფრანგულ ტატამზე ოთხი შეხვედრა მოიგო. ტურნირი ჰოლანდიელი ნილ ვან დე კამერის იპონით ძლევით გახსნა. იპონითვე გასცდა ფრანგ ჯილომ რიუსაც. იაპონელ ტაკანორი ნაგასეს უილეთო ბრძოლაში გაფრთხილებებით (3:1) აჯობა, ხოლო ნახევარფინალში, მსოფლიოს 2-გზის და ოლიმპიური ჩემპიონი, სამხრეთკორეელი ჟაე-ბუმ კიმი 3 წუთსა და 45 წამში ორჯერ დააგდო ვაზარზე. ოთარ მაღლაკელიძე 89 შეფასება არ არის
|