სხვა წელიწადში ერთხელ ცოცხალ ადამიანს მიასვენებენ-ეს თანამედროვე რეალობაა და "ცოცხალი მიცვალებული" სულაც არ დარდობს ამას 2014, 8 თებერვალი, 22:25 ეს უცნაური ცერემონია ძველი ტრადიცია არ გეგონოთ, სულ ახლახან დამკვიდრდა და ყოველ წელს იმართება. ჰავანასთან ახლოს, ერთ პატარა ქალაქში კუბელები დასაფლავების იმიტირებულ პროცესს ატარებენ. ეს ყოველ წელს 5 თებერვალს იმართება. ოთხსაათიანი ცერემონიაა და დილით ადრე იწყება. ტრაქტორზე(იგულისხმება მისაბმელიანი) არის დადებული კუბო, რომელშიც ახალგაზრდა კაცი წევს. ოღონდ მიცვალებული კი არა, ცოცხალი, ჯანმრთელი და საღსალამათი. კუბოს მიცვალებულის თავთან სარკმელი აქვს ამოჭრილი და თავი დახურული აქვს. შიგნით მწოლიარეს შეუძლია გარეთ იყუროს. "მიცვალებულს" უკან ათეულობით ადამიანი მიჰყვება, რომლებიც მოხუცი ქალის მოთქმის ფონზე ილხენენ, სვამენ სპირტიან სასმელებს და ცეკვავენ მუსიკის თანხლებით. მუსიკაც ცოცხალი შესრულებით აქვთ და ისიც პროცესიას მიჰყვება უკან. მოხუცი ქალი ვითომ მიცვალებულის ქვრივია და მოთქვამს:"რა კარგი ადამიანი იყო, დამტოვა სამუდამოდ, არ მინდა რომ მიწა მიაყარონ". წელს ქვრივი ქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები კარმენ ზამორა იყო თეთრი თმით. მომჭკნარი ხელებით, დიდი ცხვირსახოცით იწმენდდა "მდუღარე ცრემლებს".
დღესასწაული სანტიაგო-დე-ლას-ვეგასში ყოველ 5 თებერვალს უკვე ოცდამეათეჯერ ტარდება. ეს დედაქალაქიდან სამხრეთით 12 მილის მანძილზეა.
"მე არასდროს ვტოვებ ამ დღესასწაულს, ყოველთვის ვიღებ დასვენების დღეს და ვესწრები ცერემონიას"-ამბობს მუსიკის რიტმს აყოლილი 50 წლის რებეკა მორერი.
"ეს ჩემი ქალაქის ტრადიციაა, ქალაქისა, სადაც დავიბადე და გავიზარდე და არ უნდა დავკარგოთ"-ამბობს სხვა მოქალაქე.
წელს კუბოში წოლის პატივი არაერთხელ დივალდო აგუიარს ერგო. ის გადმოასვენეს ტრაქტორიდან და ჩაუშვეს საფლავში. მღვდელმაც გადასწერა პირჯვარი და "მშვიდად განისვენე" უსურვა. დააყარეს ყვავილებიც. გაისმა საყვირების ხმა, დაუკრეს დოლი და დივალდოს პირში რომი ჩაასხეს. მაშინ კი გაახილა თვალები და ამოძრა კუბოდან. "ახლიდან დაბადება საოცარი რამაა"-აცხადებს აგუიარო, რომელსაც თურმე რამდენიმე წლის მანძილზე მიასვენებენ. 256 5-ს მოსწონს
|