სხვა მე ღმერთი ხანუმანი ვარ-აცხადებს კაცი 14 დიუმიანი კუდით(+ ვიდეო და ფოტოები) 2014, 8 თებერვალი, 0:33 14, 5 დიუმი კუდი ეს დაახლოებით 36 სანტიმეტრია.(1 დ. = 2, 54 სმ). ამ კუდის წყალობით, ახალგაზრდა კაცი ღმერთად შერაცხეს. 35 წლის ჩანდრე ორაონი ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. ზურგის ქვედა ნაწილში აქვს თანდაყოლილი თმა, რომლის მოშორებაზე უარი განაცხადა. ადგილობრივი მცხოვრებნი კი ასკვნიან, რომ რადგან კუდი აქვს, ეს არის ინდუსების მაიმუნების ღმერთის ხანუმანის რეინკარნაცია. მორწმუნეები ათასობით მილს გადიან, დგანან მისი სახლის ახლოს რიგებში, რომ მიიღონ ჩანდრეს დალოცვა და ხელი შეახონ მის კუდს.
ბატონი ჩანდრე ორაონი აცხადებს: "მე ხანუმანი ვარ. ჩემი კუდის გამო ხალხი პატივისცემით მექცევა. მეც ამ კუდის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ეს ღმერთის საჩუქარია". მისი თაყვანისმცემლები ხედავენ, რომ მას გააჩნია ხეებზე ცოცვის განსაკუთრებული უნარი, რაც ადასტურებს, რომ ნამდვილად ხანუმანია და განსაკუთრებულ ძალას ფლობს.
მონიკა ლაკდა მისი მიმდევარია და გვიყვება, რომ როცა მის ძმიშვილს მაღალი სიცხეები ჰქონდა და არავითარმა წამალმა არ უშველა, მოვიყვანეთ ჩანდრესთან. მისი დალოცვის შემდეგ სიცხემ უკლო. გვჯერა, რომ ის გარდასახული ხანუმანია დაბადებითაც ხომ წმინდა ხანუმანის დღეს დაიბადა, ამიტომ გვჯერა მისი.
ექიმებმა ჩანდრეს კუდის მოჭრა შესთავაზეს, მაგრამ მან სასტიკი უარი განაცხადა და თქვა, რომ, ადრე, როცა დედამ კუდი მოაჭრა, მაღალი სიცხე მისცა და ძლივს გადარჩა. ამ შემთხვევის მერე მთელმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ კუდი უნდა ჰქონოდა. ეს ღვთიური იყო.
სინამდვილეში ეს არის ფიზიკური დეფექტი, რომელიც ჩნდება ემბრიონის ჩამოყალიბების პირველსავე თვეს. ჩანდრე ამბობს, რომ კუდის ქონას ბევრი უარყოფითიც ახლავს თან. ბავშვობისას თანატოლები მასხრად იგდებდნენ და კუდზე ქაჩავდნენ. როცა წამოიზარდა, ახალგაზრდა გოგონები იწუნებდნენ და ძლივს მოახერხა 38 წლის მაილოს ცოლად შერთვა. მათ ხუთი წლის ქალიშვილი ჰყავთ. ჩანდრეს უნდა, რომ საკუთარი სამლოცველო ააგოს, სადაც შეძლებს ხალხის დალოცვას. ის ღარიბია და ეძებს სპონსორებს. 120 5-ს მოსწონს
|