x
image
t.x.
ენერგეტიკული სასმელი - მკვლელი თუ სასიამოვნო გემო? "მონსტერი გვაფრთიანებს"?
imageის ცდილობდა ყველაფერში საუკეთესო ყოფილიყო. 19 წლის მოზარდმა კოლეჯი სულ ახლახან დაამთავრა და სამეფო ფლოტში უნდა ჩაწერილიყო. რაგბის ნიჭიერი მოთამაშე და ყველაზე ერთგული მეგობარი-ასე ახასიათებენ თანატოლები ჯოშუა მერიკს. ის მამამ იპოვა ძილის დროს გარდაცვლილი. გარდაცვალების მიზეზად დიდი დოზის კოფეინის მიღება სახელდება. როგორც შემდეგ გაირკვა, მან დალია დიდი რაოდენობით ენერგეტიკული სასმელი, რომ სპორტში კარგად ევარჯიშა.

imageენერგეტიკული სასმელები საგანგაშოდ პოპულარულია ბავშვებსა და მოზარდებში. ზოგიერთი ქილა შეიცავს 13 ჩაის კოვზ შაქარს და 2 ჭიქა ყავის ოდენ კოფეინს, რაც ძალიან საყურადღებოა. დავფიქრდეთ, რას უზამენ ეს პროდუქტები ახალგაზრდის ტვინსა და ორგანიზმს. აქტივისტები ეძებენ სასმელის შეზღუდვის გზებს. ჯოშუას მამა ანდრეიც იხსენებს, რომ შეწუხებული იყო შვილის სასმელების მიმართ ასეთი მიზიდულობის გამო. სასმელები ბაზარზე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე იყიდება და მშობლებს წარმოდგენაც არ აქვთ რას სვამენ მათი შვილები. სავარაუდოდ ამავე მიზეზით მოუკვდა გასულ წელს ჯენი უივერს 15 წლის ქალიშვილი ჯინა. ჯეინი ამბობს, რომ გოგონას კუჭის სპაზმები დაეწყო. მარტში ტკივილებმა საშინელად უმატა, ექიმმა დიეტა დაუნიშნა, მაგრამ არაფერს შველოდა. მერე აღმოჩნდა, რომ დიეტის პარალელურად სკოლაში მიმავალი სვამდა დღეში 3-4 ქილა "მონსტერს". ეს ორ ლიტრამდე სასმელს შეადგენდა, რაც შეიცავს 640 მგ კოფეინს, როცა უფროსებისთვის დღიური ნორმა არის 400 მგ. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა რას სვამდა, უბრალოდ გემო მოეწონა. სხვა მისი მეგობრებიც სვამდნენ ამ სასმელს.

(ჯეინი და ჯინა).

image


დაკვირვებამ დაადგინა, რომ თუ მოზარდი დალევს ენერგეტიკულ სასმელს უზმოზე, ექმნება ნაყროვნების შეგრძნება, ხდებიან ჰიპერაქტიურები, უჭირთ გაკვეთილზე გაჩერება, კაპრიზულები, გაღიზიანებულნი და დღის ბოლოსთვის ძალიან დაღლილები არიან.

ბავშვები იმასაც ამბობენ, რომ ენერგეტიკულ სასმელში ურევენ სპირტიან სასმელს, რაც ცუდ შედეგს იძლევა. image

14 წლის ნაომი ჰეინქსი საავადმყოფოში მოხვდა მას შემდეგ, რაც კვირაში 50 ქილა ენერგეტიკულ სასმელს იღებდა. ექიმმა გააფრთხილა, რომ სასმელის მიღება ზრდიდა გულის შეტევის შანსს.

ლუიზა ვან დე ველდემ, რომელიც იოგას მასწავლებელია, თავის 14 წლის შვილს უცნაურობები შეამჩნია, რაც ვლინდებოდა მოუსვენრობაში, ჟინიანობაში, არ ეძინა ღამის 4 საათამდე.დედა მიხვდა ეს რისი ბრალიიყო და შვილს აუკრძალა, მაგრამ ბავშვი დედისგან მალულად მაინც ყიდულობდა მათ. ბოლოს, როცა გადაღლამ და გაღიზიანებამ პიკს მიაღწია, ბავშვმა თვითონვე სცადა სასმელისთვის თავის დანებება.

ექსპერტები მაინც თვლიან, რომ ეს არ არის ასე მავნებელი. მათ აქვთ მიმზიდველი შეფუთვა და ხიბლავს ახალგაზრდებს. ის იყიდება უალკოჰოლო სასმელების გვერდით და ბავშვებმა არც იციან რას სვამენ.

ახლა კი თქვენ განსაჯეთ მივირთვათ თუ არა.

1
301
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
301
  
2021, 12 მაისი, 22:44
ზედმეტი რომ ყველაფერი კლავს მაგას არ უნდა ლაპარაკი
0 1 1