ჭიდაობა კურტანიძე ლამაზად, მაგრამ წარუმატებლად დაბრუნდა 2014, 6 თებერვალი, 15:13 ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აქტიურ სპორტში დაბრუნებულმა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუკა კურტანიძემ თეირანში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე “ტახტის თასზე” ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი პირველსავე შეხვედრაში დაკარგა. თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის 5-გზის და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, რომელიც უკვე 41 წლისაა, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში გავიდა ხალიჩაზე და ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, თურქ ალი ბონჩიოღლუსთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა. ოთარ მაღლაკელიძე 370 შეფასება არ არის
|