სხვა ეპიდემიის დასაწყისი თუ ეშმაკისეული გოგონა? რატომ აითვალწუნეს 12 წლის ბავშვი მეზობლებმა(+ ვიდეო) 2014, 5 თებერვალი, 0:11 მიუხედავად მედიცინის მიღწევებისა, ჯერ კიდევ მრავლად შევხვდებით ისეთ მოვლენებს თუ დაავადებებს, რომლებსაც მეცნიერები ახსნას ვერ უძებნიან. თუ პაციენტი ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრობს, კიდევ არა უჭირს რა, მაგრამ მიყრუებულ სოფელში დიდ გასაჭირში ვარდება. ასეთი უბედურება ეწვია 12 წლის პატარა გოგონას იემენის ერთ-ერთი სოფლიდან. მისი უცნაურობა კი ის არის, რომ თვალებიდან ცრემლების ნაცვლად შავი ფერის პატარა კენჭები სცვივა. მეზობლებმა ის აითვალწუნეს და ეშმაკისგან შეპყრობილს ეძახიან. საადია სალეხს ქუთუთოების ქვეშ პატარა ქვები წარმოექმნება. ისინი საოცრად ბუნებრივად, ძალდატანების გარეშე, თითქოს ხელი ჰკრესო ცვივა თვალებიდან, იმის მაგივრად, რომ ცრემლები ჩამოუგორდეს ღაწვებზე.
ამ უცნაური მოვლენის ვიდეორგოლი აიტვირთა YouTubeზე და აჩვენეს იემენის ტელეკომპანია "აზალ"-ში. ვიდეორგოლში ასახულია ნათესავებით და მედპერსონალით გარშემორტყმული გოგონა. ერთ-ერთი მათგანი თვალთან მიტანილ ხელსახოცზე ნათლად გვიჩვენებს ქვის წარმოქმნას და გადმოვარდნას. აგრეთვე ექიმი გვიჩვენებს ქვებით სავსე კოლოფს, რომლებიც საადის რამდენიმე საათის განმავლობაში გადმოსცვივდა. ექიმები აცხადებენ, რომ მათ არ შეუძლიათ ახსნა მოუძებნონ გოგონას გადაგვარებულ ცრემლებს. მას არანაირი ავადმყოფობა არ აწუხებს. სამაგიეროდ ადგილობრივი მოსახლეობა გამოთქვამს ვარაუდს, რომ გოგონა ჯადოქარია და შეშფოთებულნი არიან ამ ფაქტით. გოგონას მეზობლები პანიკაში არიან. ზოგი ამბობს, რომ ბავშვი დაწყევლილია, ზოგი კი ეშმაკს ჰყავს შეპყრობილიო. არსებობს კიდევ ერთი აზრი, რომ ეს არის ახალი საშინელი ეპიდემიის დასაწყისი. გოგონა თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მას პრობლემები აქვს მეზობლებთან. მასთან არავის სურს არანაირი ურთიერთობა. 214 5-ს მოსწონს
|