სხვა რამ შეჭამა ვენახი?-თხამ, მაგრამ რამ შეჭამა 80 000-იანი ასტონ მარტინი? დამნაშავე სახლიდან გაიპარა 2014, 4 თებერვალი, 21:27 ავტომობილების ფანატი გაოგნებული დარჩა, როცა თავისი საყვარელი მანქანა დაღრღნილი დახვდა. ის თავზე დაადგა თავის ძაღლს, როცა საბურავის გარშემო შემოყოლებულ თაღს ღეჭავდა. ეს "საღეჭი რეზინა" კი არც მეტი, არც ნაკლები, 80 000 ევროდ ღირებული ასტონ მარტინია. 42 წლის მშენებელი როისტონ გრიმსტეადი ნანახმა გააოცა. სახლში დაბრუნებულმა ძაღლს დაუწყო ძებნა და თავის ძვირადღირებულ მანქანასთან იპოვა. დამნაშავე სახლიდან გაიპარა. ბატონი როისტონი ამბობს, რომ ის ადრეც ფიქრობდა ძაღლისთვის რამე მოეხერხებინა, რადგან ცხოველი მის სხვა დანარჩენ ძაღლებს ვერ ეგუებოდა. თუმცა მის ასეთ საქციელს ვერც კი წარმოიდგენდა. ის გვიყვება:
–"სახლში რომ მოვედი, დავინახე თეთრი ბუსუსებით იყო დაფარული, ვიფიქრე, რომ ჩიტი დაიჭირა და მისი ბუმბულები ეყარა. ეს კი იყო მანქანის ქვედა ნაწილში ამოკრული სათბური მასალა(ე. წ. "სტეკლოვატა"). ვიდექი და სიმწრისაგან ვიცინოდი, აბა, მეტი რაღა უნდა მექნა?! ძაღლს რომ შევხედე, ისე მიყურებდა, მივხვდი, გრძნობდა რომ დამნაშავე იყო".
ბატონმა როისტონმა თქვა, რომ ეს ძაღლი, ლუისი, მას სამი წელია ჰყავს. აქამდე ის არსად შესულა დაუკითხავად, ახლა კი გასულ ოთხშაბათს გამოღრღნა გასაძრომი მანქანისკენ. მან აქამდეც იცოდა მანქანა სადაც იყო. "ის გრძნობდა რაც ჩაიდინა და მთელი საღამო გამირბოდა, მეორე დღეს კი სახლიდან გაიპარა".
მან თავისი საყვარელი ასტონ მარტინი DB9 Volante 15 თვის წინ იყიდა. ის თვლის, რომ ძაღლმა ალბათ იეჭვიანა, რადგან ეს ძაღლები საერთოდ მეგობრულები არიან და არც აქამდე არ დაუღეჭია არაფერი.
ბატონ როისტონს ავტომობილის შეკეთება 3 000 ევრო დაუჯდება. 1224 7-ს მოსწონს
|