x
image
worldsport.ge
“სელტიკის” მეკარემ საკლუბო რეკორდი დაამყარა

imageშოტლანდიური “სელტიკის” მეკარე ფრეიზერ ფორსტერი შოტლანდიის ჩემპიონატის აგერ მე-11 შეხვედრაა გოლს არ უშვებს.
ამრიგად, ფიფას ოფიციალური საიტის ცნობით, 25 წლის კარის დარაჯმა 1913/1914 და 1922 წლების საკლუბო რეკორდები დაამხო, რომლის თანახმადაც “სელტიკის” მეკარეებს 10-მატჩიანი “მშრალი” სერიები” ჰქონდათ.
გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნილ ლენონის აზრით, სარეკორდი სერიის გაგრძელება მისი გუნდისათვის ახალ მიზნად უნდა იქცეს. მიზეზი მარტივია - შოტლანდიის ჩემპიონატში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ, “სელტიკი” უახლოეს მდევარს 21 ქულით უსწრებს, გუნდს ჩემპიონობა პრაქტიკულად განაღდებული აქვს და ეს მოთამაშეთა მოდუნებას იწვევს.
“რეკორდის შესახებ ამ დრომდე არაფერი ვიცოდი. ამან დამატებითი მოტივაცია უნდა მოგვცეს. ჩემპიონატში ძალიან დიდი უპირატესობა გვაქვს და სწორედ ეს სერია უნდა გახდეს დამატებითი იმპულსი” - განაცხადა მწვრთნელმა.
ფრეიზერ ფორსტერის სტიმული მსოფლიო რეკორდი უნდა გახდეს, რომელიც ედვინ ვან დერ სარს ეკუთვნის. ჰოლანდიელმა საკუთარი კარი ხელუხლებელი 1311 წუთის განმავლობაში შეინახა, შოტლანდიური კლუბის ინგლისელი მეკარის მაჩვენებელი კი, ამ მომენტისთვის 1035 წუთია.



ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0