x
image
worldsport.ge
კივუ კარიერას ასრულებს

image“ინტერის” ცენტრალურმა მცველმა, კრისტიან კივუმ მილანური კლუბის ხელმძღვანელობას მოქმედი კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტის თხოვნით მიმართა. 33 წლის რუმინელი მილანში წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
კრისტიან კივუ “ინტერში” 2007 წელს გადავიდა და მას შემდეგ 115 შეხვედრა ჩაატარა. იქამდე იგი “აიაქსისა” და “რომას” ღირსებას იცავდა. არის ჰოლანდიის და იტალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ასევე მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0