x
image
ციცი
Mediator image
ჟანა ფრისკე მძიმე ავადმყოფობამ საგრძნობლად შეცვალა
image

რუსული ესტრადის მომღერალი, ტელეწამყვანი და მსახიობი, ჯგუფ "ბლესტიაშიეს" ყოფილი სოლისტი ჟანა ფრისკე მძიმე სენით არის დაავადებული.

39 წლის ჟანა ფრისკე, მას შემდეგ რაც გასული წლის აპრილში ბიჭის დედა გახდა, სცენაზე აღარ გამოჩენილა. მთელი რუსული შოუ-ბიზნესი ულოცავდა ჟანას, პატარა პლატონის დაბადებას და აღნიშნავდნენ, რომ მომღერალი ძალიან ბედნიერი იყო, რადგან მის გვერდით იყო მისი საყვარელი მეუღლე, 30 წლის რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი, დიმიტრი შეპელევი.

ყველა კითხვაზე, თუ როდის დაუბრუნდებოდა ჟანა სცენას, მომღერლის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ მომღერალი მთლიანად ბავშვის აღზრდით იყო დაკავებული და არ ამხელდნენ, რომ იგი მძიმე სენით(თავის სიმსივნით) იყო დაავადებული.

რამოდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟანა ფრისკე გარდაიცვალა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მომღერალი ნიუ-იორკში იბრძვის სიცოცხლისთვის, სადაც ჟანა ქიმიოთერაპიის კურსს გადის ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ონკოლოგიურ კლინიკაში-Memorial Sloan-Kettering-ში. ამ მძიმე წუთებში მის გვერდით არიან მეუღლე და მეგობარი, ოლგა ორლოვა.


მომღერლის გარეგნული შესახედაობა მძიმე ავადმყოფობაზე მიუთითებს-მისი სახე და სხეული შეშუპებულია, თავზე კი თმა პრაკტიკულად არ აქვს. იგი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და ინვალიდის ეტლიში მოთავსებულს მეუღლე და მეგობარი ეხმარებიან.

ამ საშინელი დიაგნოზის შესახებ რუსული მედიისთვის ცნობილი გახდა 15 იანვარს, მას შემდეგ რაც ჟანა მეუღლესთან ერთად შერემეტევოს აეროპორტის მედპუნქტში შენიშნეს. ოჯახი ცდილობდა დაემალა მომღერლის ავადმყოფობა და აცხადებდნენ, რომ მომღერალი შვილთან და მეუღლესთან ერთად მაიამში ისვენებსო, და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაადასტურეს, რომ მომღერალს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

მისი მკურნალობის თანხა, 135 ათასი დოლარი, რუსფონდმა გადაუხადა კლინიკას სადაც ჟანა მკურნალობს.

გამოჯანმრთელებას ვუსურვოთ ჟანა ფრისკეს!

ასე გამოიყურება მომღერალი ახლა:

imageimageimageimageimage
ასეთი იყო იგი ავადმყოფობამდე. შვილის გაჩენის შემდეგ კი მისთვის ცნობილი გახდა რომ მძიმე სენით იყო შეპყრობილი.

imageimageimageimageimageimageimageimage
imageimage

8
2769
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2769
  
2014, 3 თებერვალი, 22:29
არა ნუკი ჯანაა ნამდვილად მეც თვალებს ვერ ვუჯერებ :(
2014, 3 თებერვალი, 18:36
მმ..რაღაც არ მჯერა... თითქოს ამ ორ ქალს შორის ცხვირიაა..სხვადასხვა პორფილი აქვთ....ჟანას სხვა ცხვირის ფორმა აქ..ამ ქალს კი სხვაა....
2014, 3 თებერვალი, 15:14
არ მჯერა რო ეტლიტ ჟანაა.
2014, 3 თებერვალი, 11:03
ღმერთო დაიფარე და გაადძლიერე გაცჰირვების ჟამს :(
2014, 2 თებერვალი, 18:04
ძალიან შემებრალა
2014, 2 თებერვალი, 16:39
მეც დავწერე ამაზე სტატია ,ამ ფაქტზე და წერის დროს ძალინ ცუდად ვგრძნობდი თავს...უფალს მარტო იმისთვის უნდა ვწირავდეთ მადლობას ჯანმრთელები რომ ვართ და მეტს არაფერს უნდა ვითხოვდეთ ,ამ დროს კი რამდენ რამეზე ვწუწუნებთ,მე პირადად ჩემი თავიდან გამომდინარე ვამბობ და მაპატიოს უფალმა,ძალინ ვითრგუნები მერე ესეთ რამეს რომ ვხედავ....:( ღმერთმა მოახდინოს სასწაული და მის შვილს დაუბრუნოს ჯანმრთელი
2014, 2 თებერვალი, 15:11
მაგრად მევასება ეს ქალი და მაგად მიტყდება ,რომ ესეთ მდგომარეობაშია.
2014, 2 თებერვალი, 12:55
სერიოზული ამბავია?რატომღაც არ მჯერა
0 1 8