x
image
t.x.
ახალგაზრდა ქალი დაწვეს, როცა შვილს ძუძუს აწოვებდა. რატომ გაიმეტა ქმარმა ცოლ-შვილი
imageახალგაზრდა ქალი(22 წლის) პატარა შვილს ძუძუს აწოვებდა, როცა ცეცხლი წაუკიდეს და მხეცურად დაწვეს ინდოეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯარკხანდის შტატში. პოლიციამ დააპატიმრა დანაშაულში ეჭვმიტანილი გუნჯან მასატი, რომელიც დაზარალებული ქალის ქმარია. როგორც წინასწარი გამოძიებით დგინდება, ანნა დევი ახალდაბადებულ ქალიშვილს ძუძუს აწოვებდა, ქმარმა კი დაასხა საწვავი და ცეცხლი წაუკიდა. შემდეგ მისი საწოლი ცეცხლთან ახლოს დადგა, რომ მომხდარი უბედურ შემთხვევას დამსგავსებოდა. ქალის მამის რაგჰუნი რანას თქმით წყვილი ტკბილად ცხოვრობდა წელიწადზე მეტ ხანს ქალიშვილის დაბადებამდე. პრობლემები კი პატარას დაბადებას მოჰყვა, კერძოდ მას მერე, რაც დევიმ ქალიშვილი დაბადა. მათ ვაჟი უნდოდათ, მაგრამ გუნჯანს არ ესმოდა, რომ ეს დევის ბრალი არ იყო.

ბატონმა რანამ დაამატა, რომ ისინი ითხოვდნენ მისგან სხვადასხვა ნივთებს. მან ქალიშვილის გათხოვებისას მისცა ორი ბიგხი(1.6 აკრი) მიწა ანუ მზითევი. ისინი კი მოტოციკლს და ტელევიზორს სთხოვდნენ.

დილით ადრე, მეზობელმა შენიშნა ეზოში დაგდებული დევი და მისი პატარა, რომლებიც 90% დამწვრობის მიუხედავად ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. ორივე მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ექიმებმა მიყვანისთანავე სიკვდილი დააფიქსირეს.image

ინდოეთში ვაჟები უპირატესობით სარგებლობენ ქალიშვილებთან შედარებით მზითვის გამო. ღარიბ ოჯახებს უჭირთ ფულის მოგროვება და ხშირად შვილი გაუთხოვარი რჩებათ. ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულებებიდან რეკორდულ ნიშნულს აღწევს მკვლელობები მზითვის გამო. გასაოცარი სტატისტიკაა, მაგრამ 2012 წელს ინდოეთში 8 233 ქალი მოკლეს ამ მიზეზით.


ანნა დევის მკვლელობისმაგვარი ძალადობები ძალიან გავრცელებული მოვლენაა იქაურ რეალობაში.

(სურათზე გუნჯან მასატი)image

4
1313
10-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1313
  
2014, 2 თებერვალი, 18:09
აუ მართლა რა ჟირს თავისიანს როგორ იმეტებენ?
2014, 2 თებერვალი, 18:08
რა ჭირს ამ ქვეყანას?რა ხალხია?
2014, 2 თებერვალი, 13:09
ვაიმე" კაცია ადამიანი?!" გამახსენდა პირდაპირ რა არის რა ჩამორჩენილი ქვეყავაა რაღადროს მზითვებით გათხოვებაა და ეგეთები? წარმომიდგენია ეს ქალი რამხელა ტკივილს ნახავდა ღმერთო:(((
2014, 2 თებერვალი, 0:11
ახლახანს დაიდო იმ საიტზე და დამასწარი ძვირფასო:D
კარგია, რომ ზუსტად თარგმნე.
საცოდავი ქალი;;;;;;;;(((((((
0 1 4