x
image
worldsport.ge
“ხეტაფეს” სამირი შეემატა

imageესპანურმა “ხეტაფემ” ნახევარმცველი სამირი შეიძინა, რომელიც მანამდე ზაგრების “დინამოს” ღირსებას იცავდა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ხეტაფეს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
წარმოშობით ბრაზილიელმა 26 წლის მოთამაშემ, რომელსაც ხორვატიის მოქალაქობა აქვს, “ხეტაფესთან” კონტრაქტი 2017 წლამდე გააფორმა. ის “დინამოში” 2006-2013 წლებში თამაშობდა და ხორვატიის ჩემპიონი 7-ჯერ გახდა. ზაგრებელთა რიგებში სამირმა 260 მატჩი ჩაატარა და 64 გოლი გაიტანა. 2012 წლიდან მოყოლებული, მან ხორვატიის ეროვნულ გუნდში 4-ჯერ ითამაშა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0