x
image
t.x.
სკოლაში სწავლა 9 საათიდან 6-მდე გაგრძელდება. არდადეგები კი 7 კვირამდე შემცირდება

imageახალი გეგმის მიხედვით სკოლებში სწავლა ცხრა საათიდან ექვსამდე გაგრძელდება. ეს წელიწადში ორმოცდახუთი კვირის მანძილზე იქნება შესაძლებელი. მასწავლებლის მოკლე სამუშაო დღე გაგრძელდება. არდადეგები კი შვიდ კვირამდე შემცირდება. აკადემიებს და ზოგიერთ სკოლებს უკვე აქვთ ასე მუშაობის გამოცდილება, მაგრამ ამას ყველა სკოლა ვერ ახერხებდა. ეს წამოწყება დიდი ბრიტანეთის სკოლებს ეხება და სამინისტროშიც განიხილება საკითხი ზოგიერთ მათგანში ექსპერიმენტის ჩატარების თაობაზე.image ბევრ სკოლას უკვე აქვს თავისუფლება დაადგინოს ინდივიდუალური ვადები. ამით ათასობით ბავშვს შეუმცირდება არდადეგები. სამინისტროს წარმომადგენელმა ბატონმა კიბრმა The sun-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ ეს ცვლილებები ორ წელიწადში შეცვლის მრავალი ოჯახის ცხოვრებას. ცხრა საათიანი სკოლა შეამცირებს ოჯახის მიერ ბავშვის შენახვისთვის გაწეულ ხარჯებს და ამაღლდება სწავლის ხარისხიც. ბავშვები სკოლაში დაკავდებიან და ქუჩისთვის დრო აღარ დარჩებათ. ცხრა საათში რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება სპორტული და სხვა სახის განვითარებაც. ასეთი სწავლება უკვე დანერგილია საზღვარგარეთის ზოგიერთ სკოლებში, მაგალითად ამერიკის. პროფკავშირები კი მოუწოდებენ 35 საათიან სამუშაო კვირაზე. წინა თვეში სკოლების ინსტრუქტორმა განაცხადა, რომ ექვსკვირიანი საშობაო დასვენება ძალიან ხანგძლივი იყო. სააღდგომო, საშობაო და ზაფხულის არდადეგების შემცირება ბევრ სარგებლობას მოუტანს ქვეყანას.

ასე, რომ განათლების სამინისტრო აცხადებს: " ჩვენ უკვე მივეცით ყველა სკოლას თავისუფლება დროის გაგრძელებასთან დაკავშირებით. განვიხილავთ ასევე რეკომენდაციებს ამ რეფორმასთან დაკავშირებით".

4
578
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
578
  
2014, 1 თებერვალი, 11:09
სად ხდება ეს?
2014, 31 იანვარი, 18:52
დაგვერხა? :(
2014, 31 იანვარი, 17:17
:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
2014, 31 იანვარი, 12:48
კიდე კაი მოვასწარი დამთავრება:X
0 1 4