სხვა შეიარაღებული პოლიცია თავს დაესხა მექორწინეებს-პატარძალი კი მხოლოდ რვა წლის იყო 2014, 31 იანვარი, 0:37 შეიარაღებული პოლიცია თავს დაესხა მექორწინეებს იემენში. როგორც შემდეგ გაირკვა, ბედნიერი წყვილი იყო რვა წლის პატარძალი და მისივე ბიძაშვილი. პოლიცია პატარძლის ბიძამ გამოიძახა. პოლიციამ დააპატიმრა პატარძლის მამა, მაგრამ ექვს დღეში გაათავისუფლა იმ პირობით, რომ მოიცდიდა და შვილს მანამ არ გაათხოვებდა, სანამ ცოტა მაინც არ წამოიზრდებოდა. პოლიციის გამოძახების მერე ბიძამ ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტებიც მიიწვია. სამართალდამცავებმა ქორწილს დროზე მიუსწრეს და მოახერხეს ჩაშლა. პატარძალი და დედამისი მეზობელ სახლში ჩაკეტეს, მამა კი გაიპარა. დედა თავიდან წინააღმდეგი ყოფილა ბავშვის გათხოვების, მაგრამ ქმარი განქორწინებით დაემუქრა და დაიყოლია. ბიძა სასტიკი წინააღმდეგი იყო ამ ქორწილის, მაგრამ წინ ვერ აღუდგა და პოლიციის გამოძახებაც ამიტომ დასჭირდა. გოგონა დაწყებითი სკოლის მოსწავლეა და სულაც არ იცოდა თუ ათხოვებდნენ. მამა ამბობს, რომ ძმიშვილისთვის პირობა ჰქონდა მიცემული, რომ შვილს მიათხოვებდა. ის ციხეში მხოლოდ იმიტომ არ დატოვეს, რომ მის ოჯახში ერთადერთი შემომტანი იყო და შიმშილით დაიხოცებოდნენ. გოგონების ადრეული გათხოვებები იემენში ჩვეული მოვლენაა და მსოფლიოს ადამიანთა უფლებების დამცველების ყურადღებას იპყრობს. ღარიბი ოჯახები იძულებულნი არიან არ თქვან უარი მცირეწლოვანი შვილების გათხოვებაზე, რადგან მათ რამდენიმე ასეული დოლარის ღირებულება აქვთ. აქ ქალების მეოთხედი 15 წლამდეა გათხოვილი. ისინი ვალდებულნი არიან იყვნენ დამჯერი ცოლები და გააჩინონ ბევრი შვილები. 2010 წელს 12 წლის გოგონა გარდაიცვალა სამდღიანი გართულებული მშობიარობისას. აქ გათხოვების მინიმალურ ასაკად 15 წელია დადგენილი, მაგრამ მშობლები არ ემორჩილებიან და როცა მოუნდებათ ათხოვებენ შვილებს. 566 5-ს მოსწონს
|