x
image
ციცი
Mediator image
ყველაზე ძვირადღირებული სხეულის მფლობელი მსოფლიოში-ამანდა ლეპორი
image

ამანდა ლეპორი ცნობილი ამერიკელი ტრანსსექსუალი მოდელი და მომღერალია. ახლა იგი 46 წლისაა. ამანდამ 19 წლის ასაკში შეიცვალა სქესი და მას შემდეგ უამრავი ოპერაცია აქვს გაკეთებული.

ლეპორი დაიბადა ბიჭად და ერქვა არმანდი. 11 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც ტელევიზიით უყურა გადაცემას სქესის შეცვლის შესახებ, მას სურვილი გაუჩნდა, რომ თვითონაც შეეცვალა სქესი. მას არ უნდოდა, რომ ბიჭივით სცმოდა და ამიტომ გოგოს ტანსაცმელში ჩაცმული წავიდა სკოლაში, მაგრამ მას სკოლაში არ მისცეს უფლება რომ ასეთი სახით ევლო. ამის გამო ამანდამ სკოლა მიატოვა და სახლში დაიწყო მეცადინეობა.

"ოპერაციამდე, მაშინაც კი როცა მე ბიჭივით ვიცმევდი, მაინც ყველას გოგო ვეგონე-ამბობს ამანდა-კლასში ყველაზე პატარა ვიყავი. ზოგიერთი მასწავლებელი ვერ ხვდებოდა ვინ ვიყავი მე. 13 წლისამ გავიზარდე თმები, დავიგრძელე წამწამები და დავიწყე მაკიაჟის გამოყენება. მაშინ ჩვენ ვუსმენდით როკენ-როლს და ამით მე შემეძლო დამეფარა ჩემი გარეგნობა. სკოლაში ძალიან რთული იყო, ბავშვები ხშირად დამცინოდნენ ჩემი გარეგნობისა და ქცევების გამო, მაგრამ სწორედ ეს დამეხმარა იმაში, რომ გავმხდარიყავი ის რაც ვარ. ამან მე გამაძლიერა."

15 წლის ასაკში ამანდამ დაიწყო მოცეკვავეებისთვის კოსტიუმების შექმნა ადგილობრივ კლუბში. მან იშოვა ჰორმონალური პრეპარატები და ჩუმად დაიწყო მათი მიღება. მისმა სხეულმა ცვლილება დაიწყო. მშობლებმა ამანდა ფსიქოლოგთან წაიყვანეს, რომელმაც მოზარდს ტრანსსექსუალის დიაგნოზი დაუსვა და ჰორმონალური პრეპარატებიც დაუნიშნა.


15 წლის ლეპორი ხვდებოდა პლასტიკურ ქირურგს. ერთგულმა საყვარელმა მას ცხვირის ოპერაცია გაუკეთა. 17 წლისამ კი უკვე სქესი შეიცვალა. ამის შემდეგ უკვე გრძელი გზა განვლო იქმადე ვიდრე ისეთი გახდებოდა როგორიც ახლა არის. სამჯერ გაიდიდა მკერდი, ორჯერ შეიცვალა თვალის ფორმა და შუბლი, იკეთებდა ბოტოქსს, იდიდებდა ტუჩებს, იცვლიდა სხეულის ფორმებს და ამოიცალა ნეკნი. თუ რა დაუჯდა მთელი წლების განმავლობაში ამანდეს ეს უამრავი ოპერაციები არ ამხელს, მაგრამ აღნიშნავს:

"ტყუილად კი არ ამბობენ, რომ მე ვარ ყველაზე ძვირადღირებული სხეულის მფლობელი მთელს მსოფლიოში!"

ახლა, ამანდას რომელსაც გამოშვებული აქვს რამდენიმე მუსიკალური ალბომი, მუშაობს ახალ დისკზე და აპირებს გამოუშვას თავისი მემუარები.

imageimageimageimage
imageimageimageimageimage

21
1072
7-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1072
  
2014, 6 თებერვალი, 0:45
აუ 700 წლისას გავს
2014, 31 იანვარი, 22:04
Nu eg ratqmaunda mainc kacebad mimachnia me
2014, 31 იანვარი, 22:03
Ki getanxmebi ,magram egec mainc amazrzenia misi mamakacuri magram gaparsuli fexebit :d
2014, 31 იანვარი, 21:57
Kesaria upro vidzea
2014, 31 იანვარი, 21:57
Ui dAmaviwyda isic metqva ashkarad etyoba merlini misi kumiria :d
2014, 31 იანვარი, 21:55
Imashi martla magaria rashic amxela warmatebas miagwia , imashic rom is gaxda rac undoda , dagmo es xalxuri dogmatebi :d , magram me vfiqrob rom lamazi sulac ar aris masshi araferi momwons ' sashineli sxeuli aqvs da arafris mtqneli saxe , arcerti seti nakvti ar aqvs rac mis silamazes gausvamda xazs !
2014, 31 იანვარი, 21:10
არ მომეწონა ამდენი ოპერაციის მერე მაინც რას გავს
2014, 31 იანვარი, 20:15
რამხელა პირი აქვს :D
2014, 30 იანვარი, 17:38
ცვილს გავს.......
2014, 30 იანვარი, 12:46
ტუჩები რომ არქონდე ასეთი ჯობდა...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10