სხვა 19 წლის მოზარდი 2 წლისას ჰგავს. რატომ არ იზრდება ის 2014, 29 იანვარი, 20:04 ერთი შეხედვით აჯიფა ხათუნი პატარა ბავშვი გეგონებათ, რომელიც საყვარელ დედას ჩახუტებია და მისი საყურეებით და სამაჯურებით ხალისობს. სინამდვილეში კი ეს ხელში აყვანილი ბავშვი 19 წლის გოგონაა. მან პატარაობიდანვე შეწყვიტა ზრდა. ის 42 წლის დედას ისევ ხელში აყვანილი დაჰყავს და კოვზით აჭმევს. ის ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ შემდგომში მისი განვითარება ჩიხში შევიდა. მაშინ ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ ბავშვი კიდევ გააგრძელებდა ზრდას, მაგრამ ასე არ მოხდა. შემდგომში ხან ფიქრობდნენ, რომ კიბო ჰქონდა, ხან კი ჰორმონალურ დარღვევებს აბრალებდნენ. დღემდე ოჯახმა არ იცის რა სჭირს აჯიფას.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გოგონას შეიძლება ჰქონდეს ლარონის სინდრომი, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 300 ადამიანს აქვს. ეს ისეთი დაავადებაა, როცა უჯრედები არ იყოფა.
აჯიფას ორი და 17 და 14 წლის და ერთი 8 წლის ძმა ჰყავს. ისინი ჩვეულებრივ იზრდებიან და სამივე მასზე მაღალია. ის კი მხოლოდ სამი სიტყვის თქმას ახერხებს. დედას, მამას და დას, იმასაც დამახინჯებით, როგორც პატარა.
აჯიფას მდგომარეობა ძალიან ჰგავს ამერიკაში მცხოვრები 20 წლის ბრუკ გინბერგისას, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა. ექიმებმა ვერც ბრუკს დაუსვეს ოფიციალური დიაგნოზი.
იმის მაგივრად, რომ თავის ტოლებივით სკოლაში ან სამსახურში წავიდეს, აჯიფა მხოლოდ ბავშვებთან თამაშში ატარებს დროს, ისიც სხვისი მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან მხოლოდ ორი-სამი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. გოგონა ინდოეთში ცხოვრობს. მისი 52 წლის მამა კი ამბობს, რომ ის მუდამ მომღიმარი და ხალისიანია და ოჯახში ბედნიერება შეაქვს. 234 4-ს მოსწონს
|