x
image
t.x.
ხმა ჯოჯოხეთიდან. პოლიციის უფროსმა ცარიელ სახლში დემონური ხმები ჩაიწერა(+ვიდეო ჩაწერილი ხმით)

imageყველა პოლიციელს ეშინოდა გამოძახებაზე წასვლის. გამოძახება ინდიანის შტატში 2012 წელს განხორციელდა. პოლიციის უფროსი ყვება, რომ ორშაბათს, როცა სამსახურში გამოცხადდა, მოახსენეს, რომ გამოძახება იყო "კაროლინ-სტრიტზე" მდებარე სახლიდან, სადაც ცხოვრობდა ქალი დედასთან და სამ ბავშვთან ერთად. გამოძახებაში ნათქვამი იყო, რომ ისმოდა არამიწიერი, უცნაური ხმები. კაპიტანს ეს ტყუილი, მოგონილი ისტორია ეგონა, მაგრამ ამ შემთხვევამ სულის სიღრმემდე შეძრა და ინდიანას შტატში ყველაზე იდუმალი "საქმე" გახდა. ეს ფაქტი "დეილი მაილის" კორესპონდენტს მამა მიხაილ მაჟინომაც(კათოლიკე მღდელი) დაუდასტურა.image

ქალბატონი ლატოუა, რომელიც სახლს უკვე მეექვსე თვეა ქირაობდა, ამბობდა, რომ ის და მისი შვილები გამუდმებით უძლებდნენ უცნაურ მოვლენებს, რომლებიც მათ თავს ხდებოდა: სავარძლიდან გადმოგდება, მუშტების დაშენა, ავეჯზე მიჯახება და მრავალი ამდაგვარი რამ. ესმოდათ ნაბიჯების ხმა სარდაფიდან, კაკუნი კარებზე, ხედავდნენ გამჭვირვალე ფიგურებს.

პოლიციელმა სახლში შესვლისას დაინახა ანთებული სანთლები და მაცივარზე ბავშვის მიერ დახატული ჯვარცმა, უკან კი რაღაც დემონური არსება. კაპიტანმა კიბის ქვეშ შენიშნა სანთლის ნაღვენთები და რაღაც ციფრები, რომელსაც გადაუღო სურათები, მაგრამ სურათები მობილურიდან გაქრა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. უკან მდგომი პოლიციელი ირწმუნებოდა, რომ კაპიტანს კიბის ქვეშ გარს გამჭვირვალე ფიგურები ეხვია, სურათიც გადაუღო, მაგრამ ისიც გაქრა. იმ დღეს მწყობრიდან გამოვიდა ყველა იქ მყოფის მოწყობილობა, ტელეფონი იყო ეს თუ გადამცემი რადიო. როცა მანქანაში დავბრუნდი, მძღოლის სკამი იყო წინ და უკან გადაადგილებული, როცა მანქანას არავინ მიკარებია. ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც ამ სახლიდან გამოიტანეს და გადარჩა, კაპიტნის მიერ ჩაწერილი ხმაა, როცა სახლში მარტო შევიდა.image

მამა მიხეილი ხშირად დადიოდა იქ და ლოცულობდა. ლოცვისას შენიშნა, რომ ერთი თითი ეყინებოდა. imageსახლის ბინადრებმა ერთხელაც შენიშნეს, რომ საღამოს ლამპა გადმოვარდა და გატყდა. დაინახეს ფიგურა, რომელიც სახლიდან გავიდა. მას მერე უცნაური არაფერი შეუმჩნევიათ. დარჩა მხოლოდ ჩაწერილი ხმა.(ჰეი, ჰეი, ჰეი).

1
85
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
85
  
2014, 29 იანვარი, 9:22
ეს რა ხმაა :) თქვენ ეგზორციზმს უნდა მოუსმინოთ ინფაქტს მიიღებთ ალბათ :X (მართლა არ ნახოთ)
0 1 1