სხვა დაუჯერებელია, როგორ შეიძლება მოგეპაროს შვიდტონიანი სპილო 2014, 27 იანვარი, 23:06 რა უნდა იყოს იმაზე ცუდი, როცა ფოტოგადაღებას ჩაგიშლიან და თანაც ეს "თავხედი" შვიდტონიანი სპილო აღმოჩნდება. მაგრამ ეს შემთხვევა საოცრად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ველური ბუნების დამცველი ხუთი ქალისთვის, რომლებიც ზიმბამბეში მოგზაურობდნენ. ლიზა მარი ვინტერი ნორვეგიიდან, დებ სულცბერგერი ავსტრიიდან, სარა დეილი, ჯეინ ბურნეტი და ნიკი უოკერი ბრიტანეთიდან სულ არ აქცევდნენ ყურადღებას ზურგს უკან ხმას ისე იყვნენ გართულნი ფოტოების გადაღებით. უკანიდან ჯერ ერთი სპილო წამოადგათ თავს, მერე არც მისმა მეგობარმა დაახანა და ისიც მიემატა. 24 წლის მარკუს სედერლუნდი არ დაიბნა და ეს საოცარი წამები ფოტოზე დააფიქსირა. ქალებმა როგორც იქნა შენიშნეს უკანმდგომნი. ასე, რომ ქალებს კიდევ ორი მეგობარი შეემატათ სპილოების სახით. (ქვემოთ ფოტოს ავტორი მარკუს სედერლუნდი).
90 4-ს მოსწონს
|