x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კივანჩ ტატლიტუგი-თურქეთის ყველაზე სექსუალური მსახიობი

imageინტერნეტ პორტალ beauty-around.com-ის გამოკითხვის მიხედვით მსახიობს მეორე ადგილი უკავია რეიტინგში "საუკეთესო თურქი მსახიობი" აკიფ ალაკურკის შემდეგ, ხოლო თურქული პრესის გამოკითხვის შედეგად, იგი "ყველაზე სექსუალურ მსახიობად" იქნა დასახელებული.მას სამშობლოში და არაბულ სამყაროში "თურქ ბრედ პიტად " მოიხსენიებენ.საქართველოში მსახიობი სერიალ "აკრძალული სიყვარულით "გაიცნეს. კივანჩი 1983 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა ქალაქ ადანაში(სამხრეთი თურქეთი), მას კიდევ 4 ძმა ჰყავს, მის ოჯახს მემკვიდრეობით აგერ უკვე 100 წელია საცხობების ბიზნესი აქვს, მომავალი მსახიობი Yenice Çağ-ში სწავლობდა(კერძო უმაღლესი სკოლა), მაღალი სიმაღლის წყალობით კალათბურთმა გაიტაცა.imageშემდეგ მამის ავადმყოფობის გამო მალე ოჯახი სტამბულში გადავიდა, იქ კივანჩი შეუერთდა საკალათბურთო კლუბ Fenerbahçe Ülker-ს, მისი მიზანი იყო პროფესიონალი კალათბურთელი გამოსულიყო, თუმცა ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა, მუხლის ტრამვის გამო მას დიდი სპორტის დატოვებამ მოუწია.დედის მორალური მხარდაჭერის შემდეგ იგი სამოდელო ბიზნესში ჩაერთო, 2002 წელ მან მოიგო ორი სამოდელო კონკურსი ზედიზედ, "თურქეთის საუკეთესო" მოდელი და "მსოფლიოს საუკეთესო მოდელი", ამის შემდეგ ტატლიტუგმა მილანის და პარიზის პოდიუმები დაიპყრო.image
image შემდეგ კივანჩი სწავლობდა სტამბულის უნივერსიტეტში დიზაინის და კომუნიკაციის ფაკულტეტზე, მისი პირველი დებიუტი შედგა ფილმში "ამერიკელები შავ ზღვაზე"(Americans at the Black Sea), 2005 წლიდან კი მას სერიალებში იწვევენ, გადაიღეს სერიალ "გიურნუშ"-ში ( Gümüş ), სონგიულ ოდენთან ერთად, image შემდეგ იყო სერიალი "მენეკშე და ხალილი" (Menekşe ile Halil), 2007 წელს, ხოლო 2008 წელს კი იყო სერიალი "აკრძალული სიყვარული"(Ask-I Memnu), მსახიობ ბერენ საატთან ერთად (Beren Saat).სწორედ ამ უკანასკნელმა სერიალმა მოუტანა ყველაზე დიდი წარმატება მსახიობს, თავიდან იგი ძალზე ნერვიულობდა როლზე, რადგან სიუჟეტის მიხედვით მას შეუყვარდება ბიძის ახალგაზრდა ცოლი, ხოლო მუსულმანურ საზოგადოებას შესაძლოა ეს ძალიან ცუდად აღეთქვათ, თუმცა ამ სერიალმა ყველაზე პოპულარულად აქცია მსახიობი არა მარტო სამშობლოში, არამედ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში(სერიალი 25 ქვეყანაში გადიოდა, მათ შორის ჩინეთშიც), 2010 წელ მას მოჰყვა სერიალი "ეზელი", მანამდე კი 2009 წელს კივანჩმა აიღო პრიზი, წლის საუკეთესო მსახიობი Golden Butterfly Award-ზე.რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მსახიობი ხვდებოდა მის-მსოფლიოს-2002-საზრო აკინს, მათი ურთიერთობა 4 წელი გაგრძელდა, imageწყვილი 2009 წელს დაშორდა ერთმანეთს, შემდეგ იყო რომანი მსახიობ მელტემ ქამბულთან, რომელიც 14 წლით უფროსი იყო მასზე, თუმცა მალევე დაშორდენ, შემდეგ კივანჩმა მილოინერის ქალიშვილთან იდილ ფიტრატთან გააბა რომანი, 2012 წლიდან კი მსახიობმა ისევ აღადგინა ურთიერთობა მელტემ ქამბულთან.image

0
731
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
731
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0