სხვა ექვსი ტყუპი - ნამდვილი საოცრებაა, ორი ვაჟი და ოთხი გოგონა 2014, 27 იანვარი, 0:39 ექვსი ბავშვი ერთად ეს მართლაც საოცრებაა, თანაც რომ არ ელოდები ისე. ექვსივე ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობენ. ქალი კი უბრალოდ, სამედიცინო შემოწმებისთვის მივიდა, სულ არ იცოდა, რომ მშობიარობის დრო იყო. მოულოდნელად კი მშობიარობა დაეწყო. ოთხი გოგონა და ორი ვაჟი პაკისტანში, კერძო კლინიკაში პარასკევს დაიბადნენ. ქალმა ვინაობის დასახელება არ ისურვა, ის ერთ ბავშვს ელოდებოდა და ანალიზების გაკეთება სურდა. ექვსი ბავშვი კი მისთვისაც შოკი იყო. ბავშვები პატარა კლინიკაში დაიბადნენ, შემდეგ კი მოზრდილ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 444 7-ს მოსწონს
|