სხვა დედამ 11 თვის შვილს სასიკვდილოდ სცემა თვითონ კი კამერის წინ იპოზიორა 2014, 26 იანვარი, 0:19 25 წლის ქალმა შვილს გადარჩენის შანსიც აღარ დაუტოვა. მოძალადე დედამ 11 თვის ბავშვს სასიკვდილოდ სცემა, რისთვისაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. პატარას გადარჩენა თავის ტვინის ტრავმების გამო შეუძლებელი გახდა. ამის გარდა ბავშვს 11 მოტეხილობა ჰქონდა. მან ისეთი აურზაური გამოიწვია, რომ მეზობლის თქმით "ჭერი ირყეოდა". შემდეგ შეეცადა დანაშაული 2 წლის უფროსი შვილისთვის დაებრალებინა, თითქოს ის პატარა დაზე ეჭვიანობდა. მას მინიმუმ 14 წლით პატიმრობა ელოდებოდა. მოსამართლის, სტივენ კრამერის თქმით ხუთკვირიანი საგამოძიებო პროცესის დროს საოცრად მშვიდად იყო და არავითარ ემოციებს არ ამჟღავნებდა. პატარა კალუმ უილსონის სურათები კატალოგში მოხვდა ისეთ ბავშვებს შორის, რომლებსაც სასტიკად მოექცნენ. სურათები კი დედამ მასთან ერთად გადაიღო ცემამდე და ცემის შემდეგ. მეორე დილით დედამ ემა უილსონმა სასწრაფო დახმარებისთვის რომ დარეკა, ოპერატორს უთხრა, რომ ბავშვი უსიცოცხლოდ იყო და არ ინძრეოდა. სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. თავის ტვინის სერიოხული დაზიანების გარდა, გატეხილი ჰქონდა ცხრა ნეკნი, მარცხენა ფეხი და მარჯვენა ხელი. პატარა სამ დღეში გარდაიცვალა. ემამ ის უპატრონოთა საძმო სასაფლაოზე დაკრძალა. ის ყველას კარგი დედა ეგონა, თვითონაც ასე ამტკიცებდა, მაგრამ მოსამართლემ თქვა, რომ ის საუცხოო მსახიობი იყო. სურათების გადაღების ფაქტს რომ ჩაუკვირდნენ, ემას ჩაუტარეს გამოკვლევა ფსიქიურ აშლილობაზე, მაგრამ ქალი ჯანმრთელი აღმოჩნდა. ემა უარყოფს მკვლელობას და ამბობს, რომ ის საუკეთესო დედაა მსოფლიოში. 387 3-ს მოსწონს
|