სხვა დედამ 11 თვის შვილს სასიკვდილოდ სცემა თვითონ კი კამერის წინ იპოზიორა 2014, 26 იანვარი, 0:19
პატარა კალუმ უილსონის სურათები კატალოგში მოხვდა ისეთ ბავშვებს შორის, რომლებსაც სასტიკად მოექცნენ. სურათები კი დედამ მასთან ერთად გადაიღო ცემამდე და ცემის შემდეგ. მეორე დილით დედამ ემა უილსონმა სასწრაფო დახმარებისთვის რომ დარეკა, ოპერატორს უთხრა, რომ ბავშვი უსიცოცხლოდ იყო და არ ინძრეოდა. სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. თავის ტვინის სერიოხული დაზიანების გარდა, გატეხილი ჰქონდა ცხრა ნეკნი, მარცხენა ფეხი და მარჯვენა ხელი. პატარა სამ დღეში გარდაიცვალა. ემამ ის უპატრონოთა საძმო სასაფლაოზე დაკრძალა. ის ყველას კარგი დედა ეგონა, თვითონაც ასე ამტკიცებდა, მაგრამ მოსამართლემ თქვა, რომ ის საუცხოო მსახიობი იყო. სურათების გადაღების ფაქტს რომ ჩაუკვირდნენ, ემას ჩაუტარეს გამოკვლევა ფსიქიურ აშლილობაზე, მაგრამ ქალი ჯანმრთელი აღმოჩნდა. ემა უარყოფს მკვლელობას და ამბობს, რომ ის საუკეთესო დედაა მსოფლიოში. 387 3-ს მოსწონს
|