2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კენჭისყრამდე, რომელიც მიმდინარე წლის 23 თებერვალს ქალაქ ნიცაში გაიმართება, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მეხუთე კალათაში მოხვდა. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
საქართველოსთან ერთად კალათაში არიან: ისლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, ალბანეთი, ლიტვა, მოლდოვა, მაკედონია, აზერბაიჯანი და კვიპროსი.
დანარჩენი კალათები ასე გამოიყურება:
პირველი კალათა: ესპანეთი, გერმანია, ჰოლანდია, იტალია, ინგლისი, პორტუგალია, საბერძნეთი, რუსეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა.
მეორე კალათა: უკრაინა, ხორვატია, შვედეთი, დანია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი, უ ნგრეთი, ირლანდია.
მესამე კალათა: სერბეთი, თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ნორვეგია, სლოვაკეთი, რუმინეთი, ავსტრია, პოლონეთი.
მეოთხე კალათა: ჩერნოგორია, სომხეთი, შოტლანდია, ფინეთი, ლატვია, უელსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელარუსი.
მეექვსე კალათა: ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ლიხტენშტეინი, ფარერის კუნძულები, მალტა, ანდორა, სან-მარინო, გიბრალტარი.
კალათებში გუნდები უეფას კოეფიციენტების მიხედვითაა განაწილებული, რომელიც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებისა და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნაჩვენები შედეგების მიხედვითაა შედგენილი. საფრანგეთის ნაკრების როგორც ტურნირის მასპინძელი შესარჩევ ციკლში არ ითამაშებს. დანარჩენი 23 საგზურისთვის 53 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც 9 ჯგუფად დაიყოფიან.
ფინალურ ეტაპზე, ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები მოხვდებიან და ასევე, ნაკრები, რომელსაც ჯგუფების მესამეადგილოსნებში საუკეთესო შედეგი ექნება. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჯგუფში პირველ, მეორე, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გასულ ნაკრებებთან ნაჩვენები შედეგები. დარჩენილი 8 ნაკრები ფინალურ სტადიაზე გასასვლელი 4 საგზურისთვის 2015 წლის ნოემბერში ითამაშებს.
უეფას გადაწყვეტილებით ჯგუფებში ერთად არ მოხვდებიან: საქართველო და რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, ესპანეთი და გიბრალტარი. შესარჩევი ციკლის ძირითადი ეტაპი 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის კალენდარი ასე გამოიყურება:
პირველი ტური: 2014 წლის 7-9 სექტემბერი.
მეორე ტური: 2014 წლის 9-11 ოქტომბერი.
მესამე ტური: 2014 წლის 12-14 ოქტომბერი.
მეოთხე ტური: 2014 წლის 14-16 ნოემბერი.
მეხუთე ტური: 2015 წლის 27-29 მარტი.
მეექვსე ტური: 2015 წლის 12-14 ივნისი.
მეშვიდე ტური: 2015 წლის 3-5 სექტემბერი.
მერვე ტური: 2015 წლის 6-8 სექტემბერი.
მეცხრე ტური: 2015 წლის 8-10 ოქტომბერი.
მეათე ტური: 2015 წლის 11-13 ოქტომბერი.
პლეი ოფის პირველი მატჩები: 2015 წლის 12-14 ნოემბერი.
პლეი ოფის საპასუხო მატჩები: 2015 წლის 15-17 ნოემბერი.
ფინალური ეტაპის კენჭისყრა: 2015 წლის 12 დეკემბერი.
ფინალური სტადია (საფრანგეთი): 2016 წლის 10 ივნისი – 10 ივლისი.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge