x
image
t.x.
საშინელი თავდასხმა ბავშვობის მეგობარზე, რომელიც სახეზე მჟავის შესხმით დამთავრდა. რამ გამოიწვია ეს განრისხება?
imageმუსულმანური ჩადრით დაფარულმა ახალგაზრდა ქალმა ბავშვობის მეგობარი სახეზე მჟავის შესხმით საშინლად დაასახიჩრა. მერი კუნიამ ბოროტება მას შემდეგ ჩაიდო გულში, რაც მეგობარმა, ნაომი ონიმ საშინელებათა ფილმის მონსტრს შეადარა. ნაომის სამსახურთან დაუდარაჯდა. ის თეთრეულის მაღაზიაში მუშაობს და ღამით, გვიან, 11 საათის მერე უწევს სახლში დაბრუნება.imageimage

ორივე 21 წლისანი არიან. ნაომის კი იარები მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება. მან სახის სერიოზული დამწვრობები მიიღო. გასცვივდა თმის საფარის ნაწილი, წარბები და წამწამები. საჭიროებს სახის ზოგიერთ ადგილზე კანის გადანერგვასაც.image მერი კუნია ლონდონში ცხოვრობს ის სტუდენტია. სწავლობს ბიზნესს და ფინანსებს. ის შავ ტანსაცმელში გამოწყობილი დადიოდა სასამართლოში და მშვიდად უგდებდა ყურს პროცესის მსვლელობას. ის დანაშაულის დამალვას ცდილობდა. თავდასხმიდან მეორე დღეს გადაეხვია ნაომის დედას და ცრუ ცრემლებით ტიროდა, საავადმყოფოში მყოფ მეგობარს კი მესიჯი გაუგზავნა: "არ შემიძლია ეს დავიჯერო".image

გამოაშკარავდა, რომ მერი თავის თანაკურსელ მუსულმან გოგონებს ეკითხებოდა მისამართს, თუ სად შეიძლებოდა ჩადრის ყიდვა.image
კუნიამ მეგობარსაც უთხრა, თუ როგორ უნდოდა ნაომი ვისმეს გაეუპატიურებინა და დაესახიჩრებინა. 20 წლის მეგობარმა მოსამართლეს მოუყვა რომ იცოდა რასაც აპირებდა მერი და მჟავაც ინტერნეტით გამოიწერა.

გოგონები სკოლიდან მეგობრობდნენ. ნაომი კარგად ვერ სწავლობდა და სკოლა მეექვსე კლასიდან მიატოვა. მერიმ კი გააგრძელა და სტუდენტიც გახდა. ნაომის ყოველთვის უხაროდა მერის ეს წარმატება. ისინი 2011 წელს წაიჩხუბნენ, როცა ნაომიმ მერის მის მეგობარ ვაჟთან მიმოწერაში დასდო ბრალი და "მახინჯი მონსტრი" უწოდა. მერე კი მერიმ ეს საშინელი ამბავი დაგეგმა.

(სურათზე მარჯვნივ-მერი კუნიაა.)



სასამართლო პროცესი მარტის დასაწყისში განახლდება.imageimageimage

7
842
10-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
842
  
მუსულმანებში მოსული პონტია ეგ,სუ მჟავაში აბანავებენ ურჩ ცოლებს,ცხვირის მოჭრა გადავარდა მაგათი მოდიდან,ეხლა მჟავაა ხოდში..
2014, 9 მარტი, 1:27
არაუშავს რა მოხდა მერე დაიქცა ქვეყანა>?
2014, 24 იანვარი, 20:42
ვაიმეე ცოდოაა ესს გოგონაა...რა საშინელებაა ესეე ადამიანი როგორ უნდა გაიმეტოოო...სულ გაგიჟდა ეს ხალხი
2014, 24 იანვარი, 18:07
ძალიან გახშირდა სხვათაშორის და როგორი ბოროტი სულის პატრონი უნდა რომ ვინმე ასეე გაიმეტო წარმომიდგენია!!! ეგეთს მარტო თავისუფლების აღკვეთა არ უნდა აკმარო :X
2014, 24 იანვარი, 14:25
რა დაბოღმილია ხალხი:(
2014, 24 იანვარი, 9:50
როგორ გაიმეტა
2014, 24 იანვარი, 1:25
რა საშინელებაა :\
0 1 7