სხვა საშინელი თავდასხმა ბავშვობის მეგობარზე, რომელიც სახეზე მჟავის შესხმით დამთავრდა. რამ გამოიწვია ეს განრისხება? 2014, 24 იანვარი, 1:20 ![]() ![]() ![]() ორივე 21 წლისანი არიან. ნაომის კი იარები მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვება. მან სახის სერიოზული დამწვრობები მიიღო. გასცვივდა თმის საფარის ნაწილი, წარბები და წამწამები. საჭიროებს სახის ზოგიერთ ადგილზე კანის გადანერგვასაც. ![]() ![]() ![]() კუნიამ მეგობარსაც უთხრა, თუ როგორ უნდოდა ნაომი ვისმეს გაეუპატიურებინა და დაესახიჩრებინა. 20 წლის მეგობარმა მოსამართლეს მოუყვა რომ იცოდა რასაც აპირებდა მერი და მჟავაც ინტერნეტით გამოიწერა. გოგონები სკოლიდან მეგობრობდნენ. ნაომი კარგად ვერ სწავლობდა და სკოლა მეექვსე კლასიდან მიატოვა. მერიმ კი გააგრძელა და სტუდენტიც გახდა. ნაომის ყოველთვის უხაროდა მერის ეს წარმატება. ისინი 2011 წელს წაიჩხუბნენ, როცა ნაომიმ მერის მის მეგობარ ვაჟთან მიმოწერაში დასდო ბრალი და "მახინჯი მონსტრი" უწოდა. მერე კი მერიმ ეს საშინელი ამბავი დაგეგმა. (სურათზე მარჯვნივ-მერი კუნიაა.) სასამართლო პროცესი მარტის დასაწყისში განახლდება. ![]() ![]() ![]() 842 10-ს მოსწონს
|