x
image
worldsport.ge
უმცროსი აზარი ბელგიაში საუკეთესოდ დაასახელეს

image“ზიულტე-ვარეგემის” ნახევარმცველი თორღან აზარი ბელგიის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ჟურნალისტების და წამყვანი საფეხბურთო ფუნქციონერების გამოკითხვის შედეგად, ედენ აზარის უმცროსმა ძმამ, რომლის სატრანსფერო უფლებები “ჩელსის” ეკუთვნის და “ზიულტეში” იჯარით თამაშობს, “ბრიუგეს” ნახევარმცველ მაქსიმ ლესტიენსა და “ანდერლეხტის” მეკარეს სილვიო პროტოს აჯობა.
“კვლავ მინდა კლუბს მადლობა გადავუხადო. 2013 წელი ფანტასტიკური აღმოჩნდა როგორც გუნდისთვის, ასევე, გულშემატკივრებისთვის. ასევე, მსურს მადლობა ოჯახსა და ჩემს საცოლეს გადავუხადო” – თქვა 20 წლის უმცროსმა აზარმა, რომელმაც ჯილდო ევროსაბჭოს თავჯდომარე ჰერმან ვან რომპეის ხელიდან მიიღო.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
33
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0