სხვა სასამართლომ 20 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურება მიუსაჯა 2014, 23 იანვარი, 19:03
ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში, კალკუტიდან 150 მილის დაშორებით, დაიჭირეს 20 წლის გოგონა, რომელიც მეზობელი სოფლის მამაკაცს ელაპარაკებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ გოგონას სექსუალური კავშირი ჰქონდა ამავე მამაკაცთან. ეს რომ სოფლის მცხოვრებლებმა შეიტყვეს, მოაწყვეს სასამართლო, რომელმაც გოგონას 50 000 რუპიის გადახდა დაუწესა ჩადენილი საქციელის გამო. საქმეს ისიც ართულებდა, რომ გოგონა და ვაჟი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ. ინდურ სოფლებში ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და გოგონასაც ამ ფულის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. (50 000 რუპია უდრის 490 ევროს). რადგან ფულის გადახდაზე უარი განაცხადა, სოფლის ყრილობამ-"სასამართლომ"-საჯარო გაუპატიურება მიუსაჯა. გოგონა წაათრიეს წმინდა ადგილზე და საჯაროდ სოფლის 13-მა მამაკაცმა გააუპატიურა. მათ შორის სოფლის თავკაციც იყო. 3730 17-ს მოსწონს 3-ს არა
|