x
image
t.x.
დაკარგული მოზარდები სახლში დააბრუნეს. როგორ ემალებოდნენ ისინი პოლიციას

imageორი ძებნილი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა იძებნებოდა, იპოვეს და სკოლაში დააბრუნეს. ისინი ორშაბათიდან იძებნებიან. პოლიციამ შეიტყო, რომ კარიბის ზღვაზე, დომინიკის რესპუბლიკაში, ხუთვარსკვლავიან კურორტზე ისვენებდნენ. ძებნამ ერთ კვირას გასტანა, რადგან მოზარდები პოლიციას ემალებოდნენ. მათ როგორც კი შეიტყვეს რომ ეძებდნენ, მიატოვეს კომფორტული სასტუმრო და იაფფასიან საცხოვრებელში გადაბარგდნენ. არ იკვებებოდნენ სასტუმროში ან ისეთ ადგილას, სადაც იცნობდნენ. ხან მხოლოდ პურს და წყალს ყიდულობდნენ და პლაჟის იაფფასიანი საკვებით გადიოდნენ იოლას. მათზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. image

16 წლის ედუარდ ბანიანი და 17 წლის ინდირა გაიენუევა ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში სწავლობენ, სადაც სწავლის გადასახადი 30 000 ევროა წელიწადში. ამ სკოლაში ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან და რა თქმა უნდა მდიდარი ოჯახებიდან, რაზეც გადასახადიც მეტყველებს. ინდირა და ედუარდიც საუკეთესო ოჯახიდან არიან. ინდირას მამა ყაზახი მილიონერია და უზარმაზარ ქონებას ფლობს.

ედუარდის მამა გარდაცვლილია. ის იყო მშენებელი სამხედრო კარიერით. 2007 წელს გარდაიცვალა 86 წლის ასაკში. ედუარდის დედა 56 წლის სუზანა ბანიანი მისი მესამე ცოლი იყო. მან ცოლ-შვილს საკმაო ქონება დაუტოვა.image

ედუარდის დედა შვილის საძებრად დომინიკის რესპუბლიკაში გაფრინდა. პოლიციამ როგორც იქნა იპოვა მოზარდები და ედუარდის დედის თანხლებით პოლიციაში მიაბრძანა. ისინი კვირა საღამოს იპოვეს. მოზარდებმა პრეტენზია გამოთქვეს, რომ ერთი კვირა არ იყო საკმარისი და კიდევ გეგმავდნენ დარჩენას. უკან დასაბრუნებელი ბილეთებიც ხომ თვის ბოლოსთვის ჰქონდათ ნაყიდი. სასტუმროს ადმინისტრაცია, სადაც ისინი ცხოვრობდნენ აცხადებს, რომ ბავშვები წესიერად იქცეოდნენ და მათ არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. image

1
475
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
475
  
2014, 23 იანვარი, 11:54
რადგანაც მშვიდობაა არ ვჩივი.
0 1 1