x
image
t.x.
რამდენიმე დღეა უშედეგოდ ეძებენ გაპარულ მოზარდებს

imageორშაბათს, დილით აღმოაჩინეს, რომ ისინი გაიპარნენ და უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ისინი 16 წლისანი არიან.

ედუარდ ბანიანი და ინდირა გაიენუევა ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში სწავლობენ, სადაც სწავლის გადასახადი 30 000 ევროა წელიწადში. ამავე სკოლაში სწავლობდა არტურ კონან დოილი(შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლის ავტორი). ამ სკოლაში ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან და რა თქმა უნდა მდიდარი ოჯახებიდან, რაზეც გადასახადიც მეტყველებს. ინდირა და ედუარდიც საუკეთესო ოჯახიდან არიან. ინდირას მამა ყაზახი მილიონერია, მას აქვს მამისგან დატოვებული უზარმაზარი ქონება და ფლობს აფთიაქების ქსელს ყაზახეთში. ედუარდის მამა გარდაცვლილია. ის იყო მშენებელი სამხედრო კარიერით. 2007 წელს გარდაიცვალა 86 წლის ასაკში. ედუარდის დედა 56 წლის სუზანა ბანიანი მისი მესამე ცოლი იყო. მან ცოლ-შვილს საკმაო ქონება დაუტოვა.imageimage

მოზარდები კვირას ღამით გაიპარნენ სკოლის საერთო საცხოვრებლიდან. მათი დაკარგვა კი მხოლოდ ორშაბათს შენიშნეს რეგისტრაციისას, იმის მიუხედავად, რომ ამ რომაულ-კათოლიკურ სკოლაში მკაცრი კანონებია. მათ ინტერნეტით შეუკვეთეს ბილეთები და დომინიკის რესპუბლიკის ხუთვარსკვლავიან კურორტზე პუერტო-პლატაში გაფრინდნენ. წასვლისას გამორთეს მობილური ტელეფონები, ნაცვლად იყიდეს ახლები, რომ ვერავის შეძლებოდა დაკავშირება. ინდირას მამამ ინგლისში მიუჩინა ადამიანი, რომელიც თვალყურს ადევნებდა მას. სწორედ მანვე შეატყობინა დაკარგვის ამბავი ოჯახს.image ედუარდის დედა მაშინვე გაფრინდა დომინიკის რესპუბლიკაში შვილის საძებრად, ინდირას მამა კი თავს იკავებს, რადგან თვლის, რომ თვითონ ვერაფერს გახდება და პოლიციას მიანდო ეს საქმე. პოლიცია აქტიურად ეძებს ბავშვებს პლაჟებზე, სასტუმროებში, სხვადასხვა თავშეყრის ადგილებზე, მაგრამ ჯერ მათ კვალსაც ვერ მიაგნო. ორივეს ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო მოზარდების სიყვარულის ამბავი. თვლიან, რომ მათ არაფერი დაუშავდებოდათ და ყველფერს ასაკს და ჰორმონებს აბრალებენ. imageimage

0
436
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
436
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0