x
image
t.x.
"მე ზეცაში მივდივარ", გამოაცხადა მკვლელმა, რომელზეც ახალი სასიკვდილო პრეპარატი გამოსცადეს
imageდღეს დილით სისრულეში მოიყვანეს განაჩენი აქამდე გამოუცდელი ინექციის საშუალებით. დენის მაკგუირეს სიკვდილი 15 წუთს გაგრძელდა.

"მე ზეცაში მივდივარ და იქიდან ვუყურებ თქვენს მოსვლას"-ეს იყო სიკვლილმისჯილის უკანასკნელი სიტყვები. ის გარდაცვლილად 10:53 საათზე გამოცხადდა ოჰაიოში. შეგახსენებთ, რომ ოჰაიოში სიკვდილით დასჯა აღადგინეს 1999 წელს.

53 წლის დენის მაკგუირეს ადვოკატი პროტესტს გამოთქვამდა აღნიშნული პრეპარატის თაობაზე. ამტკიცებდა, რომ მიდაზოლამის და ტკივილგამაყუჩებელი ჰიდრომორფონის კომბინაცია იწვევს "ჰაერის შიმშილს", რომელიც საშინელ ტანჯვას აყენებს ადამიანს. მან კი ნამდვილად იტანჯა, რადგან წინა დასჯები, რომლებიც მხოლოდ ნარკოტიკებით ხორციელდებოდა, გაცილებით ნაკლებ დროში და უხმაუროდ ხორციელდებოდა.image

ასე გამოიყურებოდა მკვლელი დაპატიმრების მომენტში.



გამოსათხოვარი წერილი დაუწერა მან თავის ოჯახს და მოუბოდიშა 22 წლიანი უსიამოვნებებისთვის.(ის 22 წლის წინ, დააპატიმრეს.)

სიკვდილის წინ სიცილისა და ხროტინის მაგვარ ხმებს გამოსცემდა. მისი კუჭი რამდენიმეჯერ აიწია ზევით და პირს აღებდა. მისი ოჯახი თვალს ადევნებდა სიკვდილით დასჯას. ისინი მოთქვამდნენ.

მაკგუირემ ბოლოს გუშინ საღამოს ივახშმა. მან მიირთვა შემწვარი ხორცი, ქათამი, ორნაირად შემწვარი კარტოფილი, ნაყინი და კოკა-კოლა. გამოტოვა დილის საუზმე და აბაზანა. ჰქონდა უკანასკნელი შეხვედრა შვილებთან. დაურეკა დედას და დას.

მაკგუირეს სიკვდილით დასჯა 1989 წელს მიესაჯა ჯოუ სტიუარტის გაუპატიურებისა და მოკვლის გამო. 22 წლის ჯოუ ახალი გათხოვილი და ამავდროულად ორსული იყო.

ადვოკატი ამტკიცებდა, რომ დამნაშავე ბავშვობაში ფსიქოლგიური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის შედეგი იყო ჩადენილი დანაშაულიც. ამდენი ხანი კი მხოლოდ იმიტომ არ დასაჯეს, რომ დნმ-ს ანალიზით საბოლოოდ დამტკიცებულიყო მისი ბრალეულობა. მხოლოდ მაშინ აღიარა დენისმა დანაშაული.

გარდაცვლილი ჯოის ახლობლები აცხადებენ, რომ როცა წარმოიდგენენ როგორ მოექცა ის მსხვერპლს, როგორ გადმოათრია ორსული ქალი მანქანიდან, გააუპატიურა, დანით მიაყენა ჭრილობები და დააგდო ისე, რომ სისხლისგან დაცლილიყო, თვლიან, რომ მისი სიკვდილი ბევრად ჰუმანური იყო.

1
880
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
880
  
2014, 18 იანვარი, 20:34
რა სიმხეცეა! :((
0 1 1