სხვა მოხუცი, რომელსაც 60 წელია არ დაუბანია, სიყვარულს ეძებს. რატომ ეშინია მას დაბანის(+ფოტოები და ვიდეო) 2014, 15 იანვარი, 22:34 ის ჯერ კიდევ უცოლოა და სიყვარულს ელის, მაგრამ თუ მისი გულის მოგება გსურთ, მოგიწევთ შეეგუოთ მისი არატრადიციული ცხოვრების წესს. ამოუ ხაჯი უკვე 60 წელია დაუბანელია, ის თვლის, რომ დაბანა მტკივნეული იქნება.
80 წლის ბატონი ამოუ ამბობს, რომ ცხოვრების ეს წესი თვითონ აირჩია ახალგაზრდობაში რამდენიმე იმედგაცრუების გამო. მან გადაწყვიტა ადამიანებისგან მეტ-ნაკლებად იზოლირებული ყოფილიყო.
მისი ეგრეთწოდებული სახლი, ანუ საცხოვრებელი, მდებარეობს სოფელ დეჯგაჰში, ფარსში, ირანის სამხრეთ პროვინციაში. ერთხელაც რამდენიმე ახალგაზრდა თანასოფლელმა გადაწყვიტა მისი დაბანა, მაგრამ საბედნიეროდ გაექცა. ღამით ამოუს სძინავს პირდაპირ მიწაზე, რომელიც საფლავივითაა ჩაღრმავებული, ან როცა შედარებით ცივა, თანასოფლელების მიერ სპეციალურად მისთვის აშენებულ სოროს მაგვარ ბუნაგში. ბატონი ამოუ არც სუფთა საკვებს მიირთმევს, მას ნორმალურ საჭმელს აყროლებული ცხოველების ლეში ურჩევია, წყალს კი ჟანგიანი, ბინძური მათარიდან სვამს. მას ხანდახან წამოუვლის დასუფთავების სურვილი, როცა გაბურძგნული თმა და წვერი აქვს გასაკრეჭი. მას სარკეც კი აქვს, მართალია მანქანის ძველი სარკე, მაგრამ მაინც ერთადერთი ნივთია, რომელიც ცივილიზაციასთან აკავშირებს. ტანზე ისეთივე ბინძური ძონძები აცვია, როგორიც თვითონაა, ზაფხულში უფრო თხელი, ზამთრისთვის კი ვიღაცის ნაჩუქარი ჯარისკაცის ქურთუკი. ამოუს ჩიბუხიც აქვს, მაგრამ თუთუნის ნაცვლად შიგ ცხოველების განავალს ყრის. ფოტოგრაფმა, რომელმაც სურათები გადაუღო, სიგარეტი მისცა, მან კი მთელი კოლოფი ერთად მოწია. 412 5-ს მოსწონს
|