საინტერესოა, როგორი იყო ქართველთა არჩევანი 2013 წლის “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში. როგორც იცით, ფიფას წევრი თითო ქვეყნიდან ნაკრების მწვრთნელი, კაპიტანი და მედიასაშუალება აგზავნის სამეულს.
თემურ ქეცბაიას რჩეული სამეული ასეთი იყო: 1. ფრანკ რიბერი, 2. ლეო მესი, 3. კრიშტიანუ რონალდუ. როგორც ხედავთ, ქეცბაიას სია დაემთხვა საბოლოო სამეულს, თუმცა უკუთანმიმდევრობით.
მედიასაშუალებიდან, “სარბიელის” რედაქტორმა ზურაბ ფოცხვერიამ ასეთი სამეული აირჩია: 1. კრიშტიანუ რონალდუ, 2. ლეო მესი, 3. ფრანკ რიბერი. როგორც ხედავთ, საბოლოოდ ადგილები სწორედ ასე განაწილდა.
რაც შეეხება ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას არჩევანს, მის მიერ დასახელებული სამი ფავორიტიდან ვერცერთი ვერ მოხვდა სამეულში. აი, კანკავას სამეული: 1. ანდრეს ინიესტა, 2. ანდრეა პირლო, 3. ედისონ კავანი.
ილია ნანობაშვილი
www.worldsport.ge