სხვა საოცარი ოჯახი- 22 შვილის მამა ნარკომოვაჭრე, ერთ-ერთი შვილი მკვლელი და მაინც შეწყალებული?! 2014, 13 იანვარი, 18:24 ერთი შეხედვით იდეალური ოჯახის საუკეთესო მამა, რომელიც სავარძელში ჩამჯდარა და კალთაში 11 თვის პატარა ჩაუსვამს. ოთახის კედლები მოფენილია სხვადასხვა თაობის საოჯახო პორტრეტებით.
ან კი რატომ არ ექნება კმაყოფილი, გამარჯვებული იერი, ის ხომ ციხეში არ ჩასვეს, როცა სხვას ნარკოტიკების გასაღებისთვის დაიჭერდნენ?! ის კი დაინდეს, რათა მრავალრიცხოვანი ოჯახისთვის მიეხედა. მას პატიმრობა 18 თვიანი პირობითი სასჯელით შეუცვალეს. რაიმონდ ჰალლი სერიული დამნაშავეა, ასევე 22 შვილის მამა, 39 წლიდან 11 თვემდე შვილები ჰყავს სხვადასხვა ქალებისგან. რაიმონდი ყოფილი მშენებელია, თუმცა 10 წელია აღარ უმუშავია. რაიმონდის დანაშაულებში შეიძლება ჩამოითვალოს: ნარკოტიკების შენახვა და გასაღება, ადამიანზე თავდასხმა, ავტომობილის მართვა ნასვამ მდგომარეობაში, ქურდობა და პოლიციელზე თავდასხმა.
მისი ერთ-ერთი შვილი ახლახანს გაათავისუფლეს ციხიდან. ის საკუთარი ძიძის სასტიკად ცემისა და მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. სამი სხვა დანარჩენი სასჯელს იხდიდა ძარცვისთვის, ძალადობისთვის და ნარკოტიკების გასაღებისთვის.
ერთ-ერთი მისი ქალიშვილი არის საეჭვო რეპუტაციის, მარტოხელა დედა.
რაიმონდის რომელიღაც პარტნიორი, მისი სამი შვილის დედა 18 თვით იჯდა ციხეში ხანძრის განზრახ გაჩენისათვის. საოცრება კი ისაა, რომ ასეთ ოჯახს არ ეკრძალებათ შვილების ყოლა. მეზობლები ამბობენ, რომ ყველანაირად ცდილობენ მათგან თავი შორს დაიჭირონ. საეჭვოა ისიც, თუ როგორ ასრულებს ის მამობრივ მოვალეობას. მისივე თქმით მხოლოდ 15- მა შვილმა იცის, რომ ის მათი მამაა. 7 შვილისთვის კი ეს უცნობია. სასაცილოა, რომ ის მოსამართლეს თავს აცოდებდა, რომ ამდენი შვილი აწვა ზურგზე შესანახად. როგორც ჩანს ის ოჯახს მართლაც მშვენივრად არჩენს. პოლიციამ ბავშვის საწოლთან აღმოაჩინა ნარკიტიკული ნივთიერება "კანაფი" და იქვე შარვლის ჯიბეში 1000 ფუნტი სტერლინგი. ამ დროს კი ნაკომოვაჭრე და ქურდბაცაცა უცოდველი სახით იღიმება და ამაყობს თავისი დინასტიით. 190 4-ს მოსწონს
|