x
image
t.x.
უჩვეულო ბიზნესი-ბანკიდან აღებული სესხი კანაფის მოსაყვანად
imageბანკიდან აღებული სესხი ბიზნესის განვითარებისთვის ჩვენს ცხოვრებაში ჩვეული მოვლენაა, უჩვეულოა მხოლოდ ბიზნესისთვის შერჩეული ნედლეული. ეს კი კანაფის ნერგებია.

32 წლის კეიტ ლოკეტმა ბანკიდან გამოიტანა ფული კანაფის ნერგების და მცენარის მოვლისათვის საჭირო მინერალური ნივთიერებების შესაძენად.image

ბატონი ლოკეტი სამსახურში დაასახელეს როგორც შრომისმოყვარე ადამიანი. ის არ იყო ნასამართლევი. მან სახლში, სტუმრების ოთახში გამოზარდა 15 000 ევროს ღირებულების მცენარე. მეზობლებმა ატეხეს განგაში უჩვეულო სუნის გამო, რომელიც მათი სახლიდან გამოდიოდა. ისინი აცხადებენ, რომ ბატონ ლოკეტს მოსწონდა ტელეშოუ, რომელიც ნარკომანებს და დამნაშავეებს ცხოვრებისკენ შემობრუნებაში ეხმარება და ამით ყველას პატივისცემას იმსახურებდა. სწორედ ამიტომ იყო მისი საქციელი ყველასთვის გასაკვირი.

პროკურორი ნეილ აჰიჯა გვიამბობს, რომ კიტის სახლში, ზევით, მეორე უკანა საძინებელი გადაქცეული იყო კანაფის საზრდელ ბაღად. მცენარეს სულ ორიოდე კვირა სჭირდებოდა და მოსაკრეფად მზად იქნებოდა, რის მერეც 15 000-ის ღირებულებას შეიძენდა(რა თქმა უნდა ქუჩის ფასებით).image


დამნაშავემ პოლიციას განუცხადა, რომ ეს პირველად გააკეთა და "მოსავალი" საკუთარი მოხმარეისთვის უნდოდა. თუმცა მისი მობილურიდან ამოღებულმა ტექსტურმა შეტყობინებამ პოლიციას ამცნო, რომ ამ საქმეში სხვებიც იყვნენ ჩართულნი. ის მცენარეების მოსაყვანად საჭირო ელექტროენერგიას იპარავდა. ელექტროკომპანიამ კი 1536 ევროთი დააჯარიმა. ორი შვილის მამამ კიტ ლორეტმა აღიარა დანაშაული ელექტროენერგიის მოპარვასთან დაკავშირებით. კანაფის მოყვანაზე კი უკვირს, რატომ ასამართლებენ. ამ შემთხვევის გამო დაკარგა სამსახურიც.

კიტ ლოკეტს რვა თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

0
204
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0