x
image
რუსუდან ბერიძე
ექსპერტები შვეიცარიიდან ეჭვს გამოთქვამენ მიხეილ შუმახერის მკურნალობის მეთოდების სწორად შერჩევაზე

image


ექსპერტები ნეიროქირურგიის სფეროში ეჭვობენ იმ მეთოდების სწორად შერჩევაზე, რომელიც გამოიყენეს გრენობლის უნივერსიტეტის საავადმყოფოს სპეციალისტებმა ტრამვირებული სპორტსმენის, მიხეილ შუმახერის სამკურნალოდ.
გაზეთი Tages-Anzeiger აქვეყნებს ჟენევის უნივერსიტეტის საავადმყოფოს პროფესორის Bernhard Valder-ის განცხადებას, რომელიც 2007 წელს ხელმძღვანელობდა გაფართოებულ კვლევებს ტვინის დაზიანებების დარგში, რომელსაც იზიარებდნენ გამოცდილი შვეიცარელი სპეციალისტებიც.მან განაცხადა, რომ სარებილიტაციო პროცესის 40% საკმაოდ წარმატებულია, რომელიც მიზნად ისახავს საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის აღდგენას და ამ კვლევებში განსაკუთრებითი მნიშვნელობა ენიჭება დროის ფაქტორს:ასეთი დაზიანებების შემთხვევაში განსაკუთრებულით საყურადღებოა ტრამვირებულის დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება, პირველივე წუთებში და საათებში, ინციდენტის შემდეგ.მაგრამ შუმახერის გადაყვანას საავადმყოფოში დაჭირდა 46 წუთი, ხოლო გრენობლის კლინიკაში მოხვდა თითქმის 3 საათის შემდეგ რამაც შესაძლოა დაამძიმა მისი მდგომარეობა.
ასევე ციურიხის გაზეთს მოჰყავს შვეიცარელი ექიმების მოსაზრება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ იმ ნეიროქირურგიული ოპერაციების აუცილებლობას, რომელიც ჩაუტარეს დაზარალებულ შუმახერს.ასეთ ოპერაციებს უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე კარგი, მიუხედავად იმისა, რომ ამცირებს ინტაკრანიალურ წნევას.ასეთი დასკვნები გვხვდება ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში განხორციელებულ კვლევებშიც.მთავარი პრობლემა ის არის, რომ რიგი საკითხებისა ამ სფეროში რომელიც კარგად არ არის გამოკვლეული, საფრთხეს უქმნის უამრავ გართულების წარმოქმნას.
შვეიცარია არის ლიდერი ქვეყანა ასეთი კვლევების სფეროში.ახლა ჟენევის უნივერსიტეტში სერიოზული კვლევები მიმდინარეობს თავის ტვინის დაზიანების სფეროში, რომლის შედეგები უახლოეს წლებში იქნება ცნობილი.
იმედი ვიქონიოთ, რომ ეს შესანიშნავი სპორტსმენი გაუმკლავდება ამ სერიოზულ ტრამვას და გამოჯანმრთელება ვუსურვოთ მას!


0
33
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0