x
image
worldsport.ge
გერმანელებს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სომხებიც მოამზადებენ

imageგერმანიის ეროვნული ნაკრები, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიაში გაფრენამდე, ბოლო ამხანაგურ მატჩს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, თამაში 6 ივნისს, მაინცში გაიმართება.
“მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის გრაფიკი სრულად შევადგინეთ. ისიც კარგია, რომ პოლონეთისა და კამერუნის ნაკრებებთან მატჩების შემდეგ, ამხანაგური შეხვედრა სომხეთის ნაკრებთანაც დავგეგმეთ”, - განაცხადა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჰელმუტ სანდროკმა.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0