x
image
worldsport.ge
ვან ბომელი სამწვრთნელო კარიერას იწყებს

imageპსვ-ს, “ბარსელონას”, “ბაიერნისა” და “მილანის” ყოფილი ნახევარმცველი მარკ ვან ბომელი სამწვრთნელო კარიერას ჰოლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებში დაიწყებს.
ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 36 წლის სპეციალისტი, რომელიც ამჟამად უეფას ბ სამწვრთნელო ლიცენზიას ფლობს, 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა.
“მარკს ეროვნულ გუნდში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, რაც ჩვენს ახალგაზრდებს გამოადგებათ. მას კი სამწვრთნელო საქმიანობისთვის საჭირო გამოცდილების მიღების შანსი მიეცა” – აცხადებს ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური მენეჯერი იელე გუსი.
ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლო იყო, ვან ბომელი მიუნხენის “ბაიერნის” სამწვრთნელო შტაბში დასაქმებულიყო.
მარკ ვან ბომელმა ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში 79 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. მან ფეხბურთელის კარიერა გასულ წელს დაასრულა.
www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0