მოგზაურობა სასტუმრო, რომელიც სერიალ "დაკარგულების" მოყვარულთათვის ნამდვილ "სამოთხედ" იქცა. 2014, 7 იანვარი, 18:10 პოპულარული სერიალის "დაკარგულების" თაყვანისმცემლებს და არა მარტო მათ, საშუალება ეძლევათ დაისვენონ და გაერთონ ზუსტად იგივე პირობებში, როგორშიც სერიალის გმირები აღმოჩნდნენ.საქმე იმაშია, რომ ზუსტად ისეთივე "Boeing-727", რომელმაც სერიალს მიხედვით ავიაკატასტროფა განიცადა, გადაიქცა უჩვეულო მდიდრულ სასტუმროდ "Costa verde".ეს სასტუმრო კოსტა რიკაში მდებარეობს.თვითმფრინავი თითქოსდა ჩამოვარდა ჯუნგლებში.მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ზუსტად ეს თვითმფრინავი სინამდვილეში არასდროს არსად ჩამოვარდნილა.ის გამოუშვეს 1965 წელს, ჩამოწერის შემდეგ კი შეისყიდეს ამ სასტუმროს მფლობელებმა.თვითმფრინავის ინტერიერი ძალიან მდიდრულია.ორი საძინებელი კონდიციონერით და აბაზანით, დიდი პლაზმური ტელევიზორით, სამზარეულოთი და სასადილოთი ტერესაზე, საიდანაც ოკეანის შესანიშნავი ხედი იშლება. ეს სასტუმრო სერიალ "დაკარგულები" თაყვანისმცემლებისათვის ნამდვილ სამოთხედ იქცა. 248 6-ს მოსწონს
|