სხვა ტემზის სანაპიროზე კამერებმა მოჩვენება დააფიქსირეს(+ ნამდვილი ფოტოები) 2014, 5 იანვარი, 0:36 -ვინ არის ფოტოგრაფის კამერაზე ახალი წლის ღამეს დაფიქსირებული გამჭვირვალე ადამიანი?
-მოჩვენება?
მსოფლიოში ყველაზე მეტი მოჩვენება ინგლისში ცხოვრობს, თუ ინგლისელები აქცევენ მათ ყველაზე მეტ ყურადღებას? იქნებ ისინი მსოფლიოს სხვა ხალხთან შედარებით, გამოირჩევიან მოჩვენებათა ხედვის განსაკუთრებული უნარით?
გამჭვირვალე ფიგურა დააფიქსირა ფოტოგრაფის კამერამ მდინარე ტემზის სანაპიროზე ახალი წლის ღამეს. ის გამოღმა ნაპირიდან პარლამენტის შენობას გაჰყურებდა. სურათზე ასახულია ადამიანის მკრთალი გამოსახულება, რომელსაც თანამედროვე ტანსაცმელი აცვია. ის ლონდონში ვესტმისტერის ხიდთან ახლოს იდგა.
პროფესიონალმა ფოტოგრაფმა ჟიულ ანანმა სურათი ახალი წლის ღამეს გადაიღო. სურათზე გამჭვირვალე გამოსახულება კი მხოლოდ სახლში მისულმა შეამჩნია. ჟიულ ანანი აცხადებს: "ასეთი რამ წინათ თავს არასდროს გადამხდენია. ამისი ახსნა უბრალოდ არ შემიძლია. როცა სურათს ვიღებდი იქ არავინ არ იყო. ეს არ არის ორმაგი ექსპოზიცია. სურათი ჩემს ხუთ-ექვს მეგობარს ვაჩვენე, მაგრამ ყველა გაოცდა და ახსნა ვერც ერთმა ვერ შეძლო." ჟიულმა კონსულტაცია გაიარა ექსპერტებთანაც. მათ შორის იყო პარანორმალური მოვლენების მკვლევარი ლი რობერტსიც, რომელიც იცნობს ინგლისში დაფიქსირებულ ყველა ასეთ ფაქტს. ის თვლის, რომ შეიძლება იყოს კამერის შეცდომა. სურათზე ასევე შეიძლება ასახული იყოს მოჩვენებაც. "მე ასეთი სურათების 99%-ის ახსნა შემიძლია, მაგრამ მან(საუბარია ჟიულ ანანზე) იპოვა ვიღაც მკვდარი თუ ცოცხალი. ის ამბობს, რომ სურათი ყალბი არ არის და ეს ჩემთვის საუკეთესო სამხილია. ხალხი ხშირად თვლის, რომ მოჩვენება აუცილებლად ვიქტორიანული ეპოქის გამოსახულება უნდა იყოს ქალი ბავშვით, ან რაღაც ამდაგვარი, მაგრამ მოჩვენება თანამედროვეც ხომ შეიძლება გაჩნდეს? სულები ხომ ზოგი ასეული წლისაა, ზოგი კი ახალი. რამდენიმე საათში კი 250 000 ადამიანი აკვირდებოდა საახალწლო ფეიერვერკებს, მოჩვენება კი აღარ ჩანს... 91 4-ს მოსწონს
|