სხვა იგავი საკუთარ ღირებულებაზე (გირჩევთ ყველამ წაიკითხოთ) 2014, 3 იანვარი, 13:26
ერთხელ ოსტატთან მივიდა ყმაწვილი კაცი და უთხრა:–მე მოვედი შენთან, რადგან თავს ისე საშინელ და უსარგებლო ადამიანად ვგრძნობ, რომ სიცოცხლეც არ მინდა.ირგვლივ ყველა მიმტკიცებს რომ მე არაფრის მაქნისი და იდიოტი ვარ.გთხოვ დამეხმარე და რამე მირჩიე ოსტატო!
ოსტატი გამომცდელი თვალით დააკვირდა ყმაწვილს და შემდეგ დინჯად უპასუხა:–მაპატიე, მაგრამ ახლა ძალიან დაკავებული ვარ და ვერაფრით ვერ დაგეხმარები.ახლა სასწრაფოდ უნდა მოვაგვარო ერთი მნიშვნელოვანი საქმე, –და ცოტა ფიქრის შემდეგ დაამატა:–თუ შენ დამეხმარები ჩემი საქმის მოგვარებაში, მეც სიამოვნებით დაგეხმარები შენ.
–სსს...სიამოვნებით, ოსტატო–ძლივს ამოილუღლუღა ყმაწვილმა, გაწბილებულმა იმით რომ მისი თხოვნა ოსტატმაც დროებით გვერდზე გადადო.ოსტატმა მოიხსნა მარცხენა ნეკა თითიდან ძვირფასთვლიანი ოქროს ბეჭედი, მისცა ბიჭს და უთხრა:შეახტი ცხენს და წადი სასწრაფოდ ბაზარში!მე მინდა ეს ბეჭედი გავყიდო რომ სასწრაფოდ გადავიხადო ვალი.გაფრთხილებ, არამც და არამც, ოქროს მონეტაზე ნაკლებად არ გაყიდო ეს ძვირფასი ბეჭედი!
ბიჭი სასწრაფოდ გაქანდა ბაზარში და დაუწყო ვაჭრებს თავისი ბეჭდის შეთავაზება.ვაჭრები პირველად ინტერესით უცქერდნენ საქონელს, მაგრამ როგორც კი მის საფასურს–ოქროს მონეტას გაიგონებდნენ, მაშინვე ზურგს აქცევდნენ და ბეჭდის ყიდვის ყველანაირ სურვილს კარგავდნენ.ერთნი გულიანად დასცინოდნენ ცხვირწინ, მეორენი უბრალოდ ზურგს აქცევდნენ.ერთმა ვაჭარმა არ დაიზარა და აუხსნა რომ ოქროს მონეტა ძალიან დიდი საფასურია ამ ბეჭდისთვის, ყველაზე დიდი რამდენი ვერცხლის მონეტა მისცენ ამ ბეჭდის საფასურად.შემოიარა მთელი ბაზარი და ასობით ადამიანს შეთავაზა ბეჭედი, მაგრამ სასურველ ფასში ვერ გაყიდა. ბოლოს შეახტა ცხენს და გაწბილებული დაბრუნდა ოსტატთან. თავისი მარცხით ძალიან დარცხვენილი ბიჭი შევიდა ოსტატთან. –ოსტატო, მე ვერ შევძელი შენი დავალების პირნათლად შესრულება–მოწყენით უთხრა ჭაბუკმა.ყველაზე დიდი რამდენიმე ვერცხლის მონეტა ამეღო ამ ბეჭადში და ოქროს მონეტას არავინ მომცემდა.ვაჭრები მიმტკიცებდნენ რომ ძალიან ძვირს ვითხოვდი ამ ბეჭედში და ამდენი ნამდვილად არ ღირდა. –მათ არ იციან ამ ძვირფასი ბეჭდის ფასი.იუველირზე მეტად ვინ მიხვდება ამ ძვირფასი ბეჭდის ნამდვილ ფასს?გაიქეცი იუველირთან, ვნახოთ ის რამდენს შემოგთავაზებს.ყმაწვილი გაიქცა ოქრომჭედელთან.ის დიდხანს ყურადღებით ათვალიერებდა ბეჭედს და მერე ყმაწვის უთხრა:–გადაეცი ოსტატს, რომ ახლა არ შემიძლია მე 58 ოქროზე მეტი შევთავაზო, მაგრამ თუ მომცემს ცოტა დროს იმისთვის, რომ კარგად შევისწავლო ნაკეთობა, შეიძლება 70 ოქროც კი გადავუხადო. –70 ოქროს მონეტა?!ყმაწვილმა სიხარულისგან წამოიყვირა, მადლობა გადაუხადა იუველირს და გახარებულმა სწრაფად მოკურცხლა ოსტატისკენ. –დაჯექი აქ, –უთხრა ოსტატმა, როდესაც მოისმინა გახარებული ბიჭის ნაამბობი.–და იცოდე შვილო, სწორედ შენ ხარ ეს ძვირფასი ბეჭედი.ძვირფასი და განუმეორებელი!და შენი შეფასებაც მხოლოდ ჭეშმარიტ ექსპერტს შეუძლია.და რატომ დადიხარ შენ ბაზარში იმის მოლოდინით რომ ამას პირველივე შემხვედრი გააკეთებს? 316 8-ს მოსწონს
|