სხვა საინტერესო საახალწლო მოსართავები ბუხრებისათვის 2014, 2 იანვარი, 11:00 ბუხარი-ეს არამარტო სითბოს წყაროა თქვენს სახლში, არამედ ახალი წლის დეკორის დამატებითი ატრიბუტია. თუ როგორ შეიძლება მოვრთოთ და გავალამაზოთ ის ახალი წლის წინა დღეებში, მოგითხრობთ ამ მიმოხილვაში და გაჩვენებთ ულამაზეს სურათებს. პირველ რიგში ბუხრის მთელი პერიმეტრი შეიძლება მოვრთოთ ცოცხალი ნაძვის ტოტებით, ციმციმა გირლანდებით, ნაძვისხის სათამაშოებით და სხვადასხვა საახალწლო დეკორაციებით. მთავარია კარგად შევუხამოთ ერთმანეთს ფერთა გამა და გირლანდები ძალიან დაბლა არ დავკიდოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ხანძარი. შეიძლება უბრალოდ აქცენტი გადავიტანოთ ყველასათვის ცნობილ ფერად-ფერად საშობაო წინდებზე და ჩამოვკიდოთ ისინი ბუხარზე. ან დავკიდოთ ბუხროის თაროზე არანაკლებ პოპულარული საშობაო გვირგვინი, ხოლო თუ თაროს კიდეებზე ხის დეკორს განვათავსებთ, ნაძვისხეც კი აღარ იქნება საჭირო. სხათაშორის, თავად ბუხრის თაროც მშვენიერ სამსახურს გაგვიწევს, მასზე შეიძლება განვალაგოთ კაშკაშა სანთლები, საახალწლო სურათები, ყვავილები ან სიმბოლური ფიგურები. აქ არაა არავითარი შეზღუდვა, თაროზე შეიძლება დავდოთ ნებისმიერი საგანი, რაც ჩვენ გულსა და თვალს გაეხარდება. 488 12-ს მოსწონს
|